სილამაზე

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

1. ელისაბედ პირველის ხანაში ინგლისში ადამიანებს სჯეროდათ, რომ ტუჩსაცხს ჯადოსნური ძალა ჰქონდა და შესაძლოა, ის სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. თავად დედოფალი ელისაბედი კი, მას სამკურნალო საშუალებად მიიჩევდა. ის ავადმყოფობას სწორედ ტუჩსაცხის საშუალებით ებრძოდა. როცა დედოფალი გარდაიცვალა, ტუჩზე 1 სმ სისქის ტუჩსაცხი ესვა.

2. რწმენა, რომ ტუჩსაცხს მისტიკური ძალა ჰქონდა, ეკლესიიდან იღებდა სათავეს. ადამიანები, რომლებიც ტუჩსაცხს იყენებდნენ, ცოდვილებად მიიჩნეოდნენ. ეშმაკის ფოტოებს ხშირად ტუჩსაცხით აფორმებდნენ. ინგლისში ტუჩსაცხის გამოყენება ისჯებოდა კანონის ძალით, ვინაიდან ის ჯადოქრობად მიიჩნეოდა.

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

3. სიტყვა კოსმეტიკა მოდის ბერძნული სიტყვისგან „კოსმოს“, რაც სამყაროს ნიშნავს.

4. თევზი კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად მთავარი ინგრედიანტია. განსაკუთრებით კი, მას თვალის ჩრდილებისა და ტუჩსაცხების დასამზადებლად იყენებენ.

5. ფრჩხილის ლაქის შესაქმნელად, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხოჭოებს იყენებენ.

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

6. ლორეალი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კოსმეტიკური კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 5 კონტინენტზე, მსოფლიოს 130 ქვეყანაში.

7. Lancôme, Yves Saint Laurent, Giorgio Armani, Urban Decay, Maybelline და NYX ლორეალის შემადგენელი ნაწილია.

8. „ესტი ლაუდერი“ უამრავ ბრენდს აერთიანებს. მათ შორისაა - Bobbi Brown, Smashbox, Tom Ford, და Too Faced.

9. პირველი სილამაზის სალონი 1910 წელს ელიზაბეტ არდენმა გახსნა.

10. მაქს ფაქტორი იმ ადამიანის სახელი და გვარია, რომელმაც ამავე სახელწოდების კომპანია 1909 წელს დააარსა.

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

11. „Illamasqua“ - ეს არის ორი სიტყვის, „ილუზიისა“ და „მასკარადის“ კომბინაცია და ის ბრიტანეთში წარმოიშვა.

12. ტუბებში ტუჩსაცხი პირველად 1923 წელს გამოვიდა.

13. NYX-ის კოსმეტიკის ოფიციალური სახელი არის Niks”. ეს კი ბერძნული მითოლოგიიდან ღამის ქალღმერთის სახელია. 

13 საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით



<a href="https://www.buzzfeed.com">https://www.buzzfeed.com</a>