7 უახლესი სილამაზის ტრენდი (ერთი ჩვენს ბებოებს განსაკუთრებით მოეწონებათ)
- 10.10.2016
მოვიდა ნოემბერი, ალბათ უკვე დაწყებული გვექნება ბრეტელებიანი მაისურების სვიტრებითა და ცხელი შოკოლადით ჩანაცვლება.
სეზონის ცვლილების გავლენის შესამსუბუქებლად, ვიფიქრე, სახალისო იქნებოდა, გადამეხედა უახლესი სილამაზის ტენდენციებისთვის, რომელთა პოპულარობაც შემოდგომის დასაწყისიდანვეა ნავარაუდევი.
წინასწარ მიყვარს მომავალი სეზონების მოდური ტენდენციების გადამოწმება და ვცდილობ, ახალი ტენდენციები ჩემს გარდერობს შევუსაბამო. გადახედე რამდენიმე ტენდენციას, რომლებიც საშემოდგომოდ გველოდება.
7. სწორი ნაწნავები
თუ აწეწილ და დაუვარცხნელ თმას სწორ თმას ამჯობინებ, მაშინ სწორი ნაწნავები გაიკეთე.
ტრადიციული ნაწნავის ნაცვლად სცადე ე.წ. ღორის კუდის ნაწნავი, ორმაგი ნაწნავი ან გადახლართული ნაწნავი.
ყველა მათგანი იდეალურად გამოიყურება და საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ორი-სამი დღის განმავლობაში თმა მოწესრიგებული შეინარჩუნო.
შეგიძლია სცადო მოდელების მსგავსად: ნაწნავების ბოლოში დაიმაგრე ბაფთა ან ფერადი სამაგრები.
ყოველთვის სასიამოვნოა ტრადიციულ მაკიაჟში სიახლეების წამოწყება.
მე ძალიან მომწონს მბზინავი თვალები და მინდა ვცადო ეს ახალი ტენდენცია.
რას ფიქრობ რომელიმე ამ ტენდენციის საშუალებით იმიჯის შეცვლაზე?
6. პრიალა ტუჩები და ქუთუთოები
ამ შემოდგომის ახალი ტენდენცია ულტრამბზინავი თვალები და ტუჩებია.
პრიალა მბზინავი საცხი სავსე ტუჩებს აჩენს და შენს იმიჯს სექსუალურობას მატებს.
მბზინავი ქუთუთოები, რომლებიც სისველის ეფექტს ახდენს, ასევე ახალი ტენდენციაა.
ზოგიერთი მაკიაჟის სპეციალისტი ქუთუთოების შესაღებად გამჭვირვალე ფერებს იყენებს, ზოგიერთი კი - ნათელსა და პრიალას.
აღსანიშნავია, რომ ორივე კარგად გამოიყურება.
5. თოჯინის წამწამები
წვეტიანი, ტოტებით ინსპირირებული წამწამებით შეამკეს მოდელები Christian Dior-მა, Nina Ricci-მ და Carven-მა.
იფიქრე სქელ, წვეტიან წამწამებზე, თოჯინებისას რომ ჰგავს. ზედაც და ქვედა წამწამებიც მუქად შეიღებე და გადამეტების არ შეგეშინდეს.
თუ გინდა, შექმენი ობობისებური წამწამები, რომლებიც ექსტრავაგანტურად გამოიყურება.
შეუხამე წამწამებს მუქი ტუჩსაცხი ან ნებისმიერი ფერი, რბილი და გლუვი.
ასევე შეგიძლია სექსუალური ან მიამიტი გოგოს იმიჯი მოირგო.
4. მბრწყინავი თვალები
მუქი მაკიაჟი შენი სტილი არ არის? ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან ნეონის მაკიაჟი და მბზინავი თვალები ამ სეზონის ერთ-ერთი მოდური ტრენდია.
პრიალა საცხი თვალის გარშემო, ნეონის თვალის ფანქარი, ლურჯი ტუჩები და მოლურჯო პრიალა წარბები - ეს იმ ტენდენციათა ჩამონათვალია, რომლითაც ბევრი მოდელი იწონებდა თავს პოდიუმზე.
შესაძლოა, პრიალა ქუთუთოები და წარბები სამსახურისთვის ვულგარული მოგეჩვენოს, მაგრამ შეგიძლია შეუხამო ნათელი ფერები ან პრიალა თვალის ფანქარი, ასევე სხვა ფერადი კოსმეტიკური საშუალებები.
3. თანამედროვე გოთი
თუ გიყვარს მუქი ტუჩსაცხი ან მუქი, კვამლისფერი თვალის ჩრდილი და არც ისე მკვეთრი მაკიაჟი, უნდა გიხაროდეს, რადგან ეს სტილი ძალიან ბევრმა მოდელმა მოირგო.
თვალებზე მუქი, შავი კვამლისფერი და დანარჩენ სახესა და ტუჩებზე მინიმალური მაკიაჟი დაიტოვე. შედეგად მიიღებ თანამედროვე გოთურ მაკიაჟს, რომელიც საუკეთესო ღამის მაკიაჟად ითვლება.
თუ არჩევანს მუქ პომადაზე შეაჩერებ, სცადე პრიალა ქლიავისფერი ან გლუვი შავი.
2. აბურძგნილი თმა
აწეწილი და დაუვარცხნელი თმაც შემოდგომის ტენდენციაა, რომელიც იდეალურია ჩემნაირი ზარმაცებისთვის.
ზოგიერთმა დიზაინერმა, თავისი მოდელებისთვის გადატკეცილი და დაბლა დაწეული შეკრული თმა ან აწეწილი, აბურძგნილი თმა არჩია.
ამ სტილის მორგების მარტივი გზაა, ატარო სტრატეგიულად არეული და გაშლილი თმა.
არსებობს, რისკი, რომ თმა ძალიან დაემსგავსება მოუვლელს, ამიტომ იპოვე შუალედი.
1. თვალის ლაინერი
თვალის ლაინერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ ზოგჯერ კარგია, არ დაიტანო იგი ძველი მეთოდით, მაგალითად, იგივე კატის თვალები არ დაიხატო და რამე უფრო მოცულობითი და მუქი სცადო.
ბევრი მოდელი თვალის ლაინერს თვალის ქვევით იყენებს კატის თვალების გადასაფარად.
ზოგიერთი ტენდენცია არ უხდება ყოველდღიურ მაკიაჟს, მაგრამ, საერთო ჯამში, მათი გამოყენება მაინც შეიძლება.
კარგი ვარიანტია თვალების გამოკვეთა თვალის ჩრდილების გადამეტების გარეშე.
თემები: სილამაზე, ტენდენცია, 2016
წყარო: <a href="http://beauty.allwomenstalk.com/freshest-beauty-trends-for-fall-2016">allwomenstalk</a>