განსაცვიფრებელი კოლექცია DIANA KVARIANI-სგან - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული
- 09.05.2017
ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ იამაყოს ხარისხით, რითიც მისი კოლექცია იქმნება. თუმცა, DIANA KVARIANI მათ რიგებში სულაც არ დგას. ნაზისა და განსაცვიფრებელის კომბინაცია, უცხო, განსხვავებული ქსოვილები DIANA KVARIANI-ს სტილია.
მას არც ამჯერად გასჭირვებია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის სტუმრების გაოცება საკუთარი კოლექციით. DIANA KVARIANI-ის მუშაობის სტილი მის ხელწერდ გადაიქცა. მკვეთრი, თუმცა ჰარმონიული ფერები, უმაღლესი ხარისხის ქსოვილები, სტილის მძაფრი შეგრძნება, ექსპერიმენტული, ხმაურიანი ტენდენციები დიზაინერის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. სწორედ ამ ჩამოთვლილი დეტალებით გახლდათ გამორჩეული DIANA KVARIANI-ს 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერი ქმნის ჭკვიანი, გემოვნებიანი, ქალური, კეკლუცი და დამოუკიდებელი ქალისთვის. იგი ქმნის მათთვის, ვისაც არ ეშინია სიახლის, ვინც ცნობისმოყვარეა, ვისაც ყოველთვის სურს ხაზი გაუსვას საკუთარ განსხვავებულ ხასიათს და სტილის შეგრძნებას.
DIANA KVARIANI პროფესიას იტალიაში, რომში, ევროპის დიზაინის ინსტიტუტში (IED) დაეუფლა. მოგვიანებით იგი მოსკოვში გადავიდა, სადაც მოდის დიზაინის სწავლას შეუდგა და სწორედ ამ პერიოდში თანამშრომლობდა სხვადასხვა რუს, ძალიან ცნობილ დიზაინერთან. საბოლოოდ, DIANA KVARIANI სამშობლოში დაბრუნდა, სადაც საკუთარუ ლეიბლი დააფუძნა.
2014 წლიდან დიზაინერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის პარიზში, ვაშინგტონში, მონტე კარლოში, მოსკოვში და სხვ. ყიდის საკუთარ კოლექციებს. DIANA KVARIANI-ს საკუთარი მაღაზია აქვს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
TREND. გთავაზობთ DIANA KVARIANI-ს ჩვენების სრულ ვერსიას:
თემები: სტილი, მოდა, მოდის კვირეული, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, Diana Kvariani, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, F/W, 2017/2018, კოლექცია
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია