ესპანური მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ჰარმონიულ დიზაინერად JUAN CARLOS PAJARES ითვლება. თავდაპირველად, ეს ნიჭიერი დიზაინერი თვითნასწავლი გახლდათ, თუმცა მოგვიანებით მადრიდისა და სენტ მარტინის საკმაოდ პრესტიჟულ კოლეჯებში მიიღო განათლება. მისი მომხმარებლებისა და გამომწერების დაჟინებული აქტიურობის წყალობით JUAN CARLOS PAJARES-მა პირველი კოლექცია შექმნა.
მისი ცნობადობა და წარმატება მალევე გაიზარდა და დიზაინერმა აქტიურად დაიწყო მონაწილეობა ნიუ-იორკის, დუბაის, მადრიდის, მილანისა თუ პარიზის მოდის კვირეულებში. მისი კოლექციები ქუჩის მოდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და საერთაშორისო მოდის სამყაროშიც JUAN CARLOS PAJARES, როგორც ნიჭიერი დიზაინერი, მალევე აღიარეს.
რაც შეეხება 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის სცენას მოარგო, საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. კოლექციაში, ძირითადად, მკვეთრი ფერის დეტალები, ჯინსი, სქელი და თბილი ქსოვილებია გამოყენებული. მისი ქალი ექსტრავაგანტული და თამამია, გრძნობს სტილს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მოდის თანამედროვე ტენდენციებს.
JUAN CARLOS PAJARES ძალიან ბევრ ვარსკვლავს აცმევს. მაგალითად, მარტა სანჩესს, ბერტა ვასკესს, ნიევეს ალვარესსა და სხვებს.
TREND. გთავაზობთ ესპანელი დიზაინერის ჩვენების ფოტოებს:
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, მოდის კვირეული, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, F/W, 2017/2018, ესპანელი დიზაინერი, JUAN CARLOS PAJARES
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია