სილამაზე

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ ბოტოქსის ინექცია - დერმატოლოგთა რჩევები

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ ბოტოქსის ინექცია - დერმატოლოგთა რჩევები

ბოტოქსის ინექცია ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა და თანდათან უფრო მეტი ქალი მიმართავს მას.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბოტოქსის ინექცია, შეიძლება თუ არა მისი გაკეთება ადრეულ ასაკში და რა ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ის?

გთავაზობთ ამერიკელი დერმატოლოგების რჩევებს:

20 წლის ასაკში: როგორც ამერიკელი დერმატოლოგი, ჯოშუა ზეიხნერი მიიჩნევს, 20-25 წლიდან ბოტოქსის დაწყების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ნაოჭები ამ ასაკიდან არ ჩნდება, თუმცა ასევე ამბობს, რომ მცირე დოზით ინექციის გაკეთება დასაშვებია. ის ხელს უშლის შემდეგ პერიოდში ნაოჭების წარმოშობას და ნაოჭები უფრო გვიან ჩნდება.

„პირადად ჩემი აზრით, ბოტოქსი არ არის საჭირო მანამ, სანამ ხაზები არ ჩანს მაშინ, როცა სახე ჩვეულებრივ მსგომარეობაშია“, - ამბობს ჯოშუა ზეიხნერი.

დერმატოლოგი ჯეფრი ეფსტეინი ამბობს, რომ როცა მასთან 24, 25 წლის გოგონები მიდიან ბოტოქსის გაკეთების მიზნით, უმეტეს მათგანს აქვს შიში იმისა, რომ ნაოჭები გაუჩნდება, სინადვილეში კი, ამის საჭიროება არ არსებობს.

ნიუ-იორკელი ექიმი დერმატოლოგი დებრა ჯალიმანი რეკომენდაციას უწევს ბოტოქსის ინექციას ადრეული ასაკიდან. ის ამბობს, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და თავიდანვე ხელს ვუშლით ნაოჭების წაროქმნას.

„ბოტოქსი კუნთებს ადუნებს და კანის რელაქსაციისთვის კარგია და მთავარი, არ გიჩნდებათ ნაოჭები“, - ამბობს დებრა.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ ბოტოქსის ინექცია - დერმატოლოგთა რჩევები

30 წლის ასაკში: ბოტოქსის ეფექტურობა და გამძლეობა 30 წლის ასაკში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა კანი დაზიანებული სხვადასხვა ფაქტორებით - მზის სხივებით, თამბაქოს მოხმარებით.

ნაოჭები უმეტესწილად სწორედ 30 წლიდან იჩენს თავს და ქალების უმეტესობა სწორედ ამ ასაკში სტუმრობს დერმატოლოგს.

„თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ნაოჭებისკენ, დაგვიანებული რომ არ იყოს, პროფილაქტიკისთვის ვურჩევ, რომ ადრეულ ასაკში დაიწყოს ბოტოქსის გაკეთება. დაახლოებით 25 წლიდან“, - ამბობს პლასტიკური ქირურქი პოლ ნასიფი.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ ბოტოქსის ინექცია - დერმატოლოგთა რჩევები

40 წლის ასაკში: დერმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი, ელიზაბეტ ტანზი ამბობს, რომ გადაჭრით რთულია ითქვას, რომელია ყველაზე შესაფერი ასაკი ბოტოქსის ინექციის დაწყებისთვის.

„ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის სტრუქტურაზე, მის ფერზე, ცხოვრების სტილზე. კავკასიელი ქალები საუკეთესო შედეგს იღებენ, როცა ბოტოქსის გაკეთებას იწყებენ 35-40 წლის ასაკიდან. თუ ადამიანს მუქი ფერის კანი აქვს, ბოტოქსის გაკეთების ასაკი იზრდება და უმჯობესია, თუ ის ინექციას 40-45 წლიდან დაიწყებს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაშიც დამოკიდებულია გარემოებებზე“, - ამბობს ელიზაბეტი.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოთ ბოტოქსის ინექცია - დერმატოლოგთა რჩევები

დერმატოლოგი გვირჩევს, რომ ოპტიმალური გამოსავალი არის ის, რომ დავაკვირდეთ ჩვენს სახეს და მაშინვე, როცა შევნიშნავთ, რომ სახეზე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის მცირე ნაოჭიც კი, მივმართოთ ბოტოქსის ინექციას.



<a href="http://www.allure.com">http://www.allure.com</a>