LIFE

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

გოგონების უმეტესობა ნამდვილ პრინცზე დაქორწინებაზე ოცნებობს. სამეფო ოჯახის წევრობა ხომ სასახლეში ცხოვრებას, საქველმოქმედო ღონისძიებებს, სხვადასხვა მდიდრულ წვეულებებს გულისხმობს.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბრიტანეთის სამეფო ოჯახია და ამ ოჯახის თითოეული წევრი სხვებისთვის მისაბაძია. პოპულარობით სარგებლობს კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი.

ქალები ცდილობენ ჩაიცვან ისე, როგორც ქეითს აცვია, იყონ ისეთივე გრაციოზულები და დახვეწილები.

მასპინძლობა არის ერთ-ერთი რის მიხედვითაც ადამიანის ელეგანტურობა და დახვეწილობა შეიძლება შევაფასოთ. ქეით მიდლტონი მიიჩნევა შესანიშნავ მასპინძლად. მას მოსწონს, როცა თავად ემსახურება სტუმრებს.

გთავაზობთ მასპინძლობის 11 წესს, რომელთაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს:

1. აგზავნის მოსაწვევ ბარათებს, რომელშიც მითითებულია წვეულების დასრულებიც დროც. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

2. ყველაფერი წინასწარაა მომზადებული - არავის მოსწონს მივიდეს ღონისძიებაზე, წვეულებაზე და საათები მის დაწყებას ელოდოს. ქეითი ერთი დღით ადრე აწესრიგებს ივენთამდე დეკორაციას, მაგიდებს, ყველაფერს წვეულებისთვის და ის ყოველთვის დროულად იწყება.

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

3. მაქსიმალურად იცავს სუფრის გაშლის ეტიკეტს - დაშორება თეფშებს შორის, ჭიქებისა და დანა ჩანგლის განლაგება მაქსიმალურად დაცულია.

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

4. მისალმება, კოცნა და ხელის ჩამორთმევა - ქეითი ესალმება სტუმრებს. მეგობრებსა და ახლობლებს ის გადაკოცნის და ხელს ართმევს.

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

5. ესაუბრება ყველა სტუმარს - როგორც მასპინძელს, თქვენი ვალდებულებაა ესაუბროთ თითოეულ სტუმარს, დარწმუნდეთ, რომ ყველა ბედნიერია და თავს კომფორტულად გრძნობენ. იპოვეთ საერთო კავშირები თქვენს სტუმრებთან და ესაუბრეთ მათ. ეს კიდევ ერთი წესია, რომელსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს და რის გამოც, სტუმრები ეთაყვანებიან მას.

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

6. ჩანთა ხელში უნდა გქონდეთ - როდესაც ქეითი არის წვეულებაზე, მას ჩანთა ყოველთვის უკავია ხელში. ის არასოდეს დადებს ჩანთას მაგიდაზე და არც იღლიაში გაიკეთებს. ასე რომ, თუ გსურთ მიდლტონივით გრაციოზული იყოთ, ამ წესის გათვალისწინება მოგიწევთ. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

7. ჯდომის სტილი - ქეითს როცა ზის, ფეხები ყოველთვის დახრილი აქვს. ამასთანავე, ის მხრებში ყოველთვის გამართულია. როცა ასე ზიხართ, ფეხები უფრო გრძელი ჩანს. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

8. როგორ უნდა დაიჭიროთ ღვინის ჭიქა - მას აუცილებლად ფეხზე უნდა მოჰკიდოთ ხელი და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ტუჩსაცხი ჭიქაზე არ გადავა.

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

9. მიირთვით სამი ლუკმა და შემდეგ შეჩერდით - ქეით მიდლტონი მიირთმევს სამ ლუკმას და შემდეგ ჩერდება. აგრძელებს სტუმრებთან ურთიერთობას. შემდეგ ისევ მიირთმევს. ესეც დახვეწილობის ერთ-ერთი ნიშანია. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

10. დანა უნდა გეჭიროთ მარჯვენა ხელში, ხოლო ჩანგალი მარცხენაში. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს

11. თავისი წესი აქვს ჩაისა და ყავის მირთმევასაც - დააკვირდით ფოტოს. ჩაისა და ყავის მირთმევასაც თავისი ეტიკეტი აქვს. სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი კი სწორედ ასე მიირთმევს. 

მასპინძლობის 11 წესი, რომლებსაც ქეით მიდლტონი არასოდეს არღვევს



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>