„გაყიდული“ ვარსკვლავები - ნახეთ, ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებსაც ეტყობათ რომ ფოტოშოპშია დამუშავებული
- 12.05.2017
მიუხედავად საოცარი მაკიაჟისა და სილამაზის სხვადასხვა ხრიკებისა, ვარსკვლავების უმეტესობა მაინც მიმართავს ფოტოშოპს, რათა ჟურნალების გარეკანსა, თუ სოციალურ ქსელებში, ათასობით მიმდევრის წინაშე სრულყოფილები გამოჩნდნენ.
ზოგჯერ ფოტოშოპში დამუშავებული სურათებიც არაა სრულყოფილი და ბევრ მათგანს ეტყობა, რომ ცნობილმა ადამიანებმა გასალამაზებლად ამ ხერხს მიმართეს.
ფანებს არაფერი გამოეპარებათ. გთავაზობთ 10 ფოტოს, რომლებიც ფოტოშოპშია დამუშავებული.
1. არიანა გრანდე - დააკვირდით არიანა მის ხელებს. ნამდვილად არაბუნებრივად გამოიყურება. ეს მომღერლის ფანებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.
2. ბიონსე - დააკვირდით ბის ღვინის ჭიქასა და ტელეფონს. იქნებ ეს რაიმე ახალი ტრენდია?
3. გორდონ რამსის გლუვი კანი - ფოტოს ნამდვილად ეტყობა რომ არაბუნებრივია.
4. და ისევ ბიონსე - ფანებმა ბიონსე კვლავ დაადანაშაულეს ფოტოშოპის გამოყენებაში, როდესაც შენიშნეს რომ კიბეზე ფეხები არამყარად უდგას.
5. ქაილი ჯენერი - კარდაშიან-ჯენერები თავიანთი დიდი უკანალით არიან ცნობილები. როგორც ჩანს, ქაილიმ გადაწყვიტა ფოტოშოპით კიდევ უფრო გაედიდებინა თავისი ღირსება. დააკვირდით ჯინსს, რა არაბუნებრივად გადაჭიმულია და როგორ ეტყობა ფოტოშოპის „ხელი“.
6. მერაია ქერი - „ინსტაგრამის“მომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ უცნაური კუთხე მომღერლის კისერსა და მარცხენა მხარს შორის.
7. ელსა ჰოკის იდაყვი - დააკვირდით და თავადაც მარტივად დაინახავთ ამ ფოტოს უჩვეულობას.
8. კიმ კარდაშიანი - მგონი კიმმა ხელის ნახევარი ფოტოშოპს შესწირა.
9. ლინდსი ლოჰანი - შეხედეთ კიბეს. არც ისე მარტივი უნდა იყოს მასზე ასვლა, ან ეს უბრალოდ ფოტოშოპის ბრალია.
10. ბრიტნი სპირსი - როგორც ჩანს, მომღერალს ძალიან სურდა, რომ ფოტოზე გამხდარი გამოჩენლიყო. მას ზურგი თითქმის აღარ აქვს, ფოტოშოპის „წყალობით“, რა თქმა უნდა.
თემები: ქალები, რჩევები, ფოტოშოპი, ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია