Bon Appetit - საქორწილო ტორტები და ქენდი ბარი თქვენი დღესასწაულისთვის
- 12.05.2017
თუ გსურთ, მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება Bon Apetite-ს ტორტებზე ან ქენდი ბარზე, ისარგებლეთ Trend.-ის პრომო კოდით (Trendbonapetite15) 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ბრენდის მაღაზიებში, ბახტრიონისა #12 და იოსელიანის #40.
ვიტრინებს მიღმა ყველაზე მაცდური, რაც კი შეიძლება დავინახოთ ტკბილეულია. ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ტკბილეული არ უყვარს და კიდევ უფრო ცოტანი არიან ისინი, ვინც სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად მას არ ანიჭებს უპირატესობას.
საქართველოში, სამწუხაროდ ნაკლებად ვართ განებივრებული ისეთი ადგილებით, სადაც ჩვენი ტკბილი სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას მრავალფეროვანი არჩევანი მოგვცემს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა არ გულისხმობს მის არარსებობას.
Bon Appetit - ქართული საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც TREND.-მა აღმოაჩინა და გვსურს მისი საქმიანობისა და პროდუქციის შესახებ გიამბოთ.
Bon Appetit-ის საოჯახო ბიზნესს საფუძველი 20 წლის წინ, ერთი საფირმო ტორტით ჩაეყარა. უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანია სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და გარდა საკონდიტრო მიმართულებისა, სხვადასხვა მომსახურების სფეროს ათვისებასაც ცდილობს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კომპანიას სხვა მსგავსი კომპანიებისა და საკონდიტროებისგან გამოარჩევს, ერთი განსაკუთრებული, საქორწილო ტორტების ხაზია, რომელსაც სპეციალურად მოწვეული დიზაინერები და ამ სფეროში გადამზადებული კადრები უძღვებიან. Bon Appetit თავის პრიორიტეტად სწორედ საქორწილო ტორტების დამზადებას ასახელებს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ძალისხმევას, რესურსსა თუ ფანტაზიას. თუმცა, აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მის ასორტიმენტში უგემრიელესი ნამცხვრების, ტკბილეულისა და ამ სეზონიდან ქენდი ბარის პოვნაც შეგიძლიათ.
ქენდი ბარი ახალი სერვისია, რომელიც Bon Appetit-მა საქორწილო თუ სხვა სახის წვეულებებისთვის შექმნა. იგი სხვადასხვა დიზაინით აწყობილი ტკბილეულის მაგიდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და კომპანიის აღნიშნული სერვისით სარგებლობის საშუალება ნებისმიერ მსურველს, ბუნებრივია, შეუძლია.
ნებისმიერი ტორტი თუ ტკბილეული, რომლსაც Bon Appetit-ის ასორტიმენტში შეხვდებით, სასურველია იცოდეთ, რომ უმაღლესი ხარისხის ფრანგული და იტალიური ნაწარმით მზადდება. მისი დაგემოვნების შემთხვევაში კი თავადაც დარწმუნდებით, რომ ეს უკანასკნელი პროდუქციის ხარისხსა და გემოზე მკვეთრად აისახება.
გეტყვით იმასაც, რომ კომპანია საკუთარ მომხმარებელს მზა კერძებსა და პურ-ფუნთუშეულსაც სთავაზობს. Bon Appetit ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილებაში ეხმარება. მათ შორის, ნებისმიერი შინაარსის ღონისძიებისა და წვეულების, დაბადებისდღის, ქორწილისა და სხვ. ფურშეტით გაფორმების სერვისსაც სთავაზობს.
Bon Appetit-ის პროდუქცია ხშირად იგზავნება საერთაშორისო კონკურსებზე. 2010 წელს დაჯილდოვდა ოქროს არწივის საერთაშორისო პრიზით, 2016 და 2017 წელს კომპანია "ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირში საქართველოს ტოპ-100 ლიდერის საწარმოს" ოქროს რეიტინგში მოხვდა. 2016 წლიდან Bon Appetit ჰიპერმარკეტების ქსელ კარფურის საკონდიტროს მწარმოებელია. Bon Appetit აქტიურად ემზადება ზაფხულის წვეულებების სეზონისთვის და უახლოეს მომავალში, კერძოდ კი 14 მაისს მონაწილეობას იღებს ჰუალინგის საქორწინო შოუში.
Bon Appetit პოვნა საბურთალოზე, ბახტრიონის N12 და იოსელიანის N40-ში შეგიძლიათ. ასევე, მისი მომსახურებით სარგებლობა ფეისბუქ ფეიჯითაც შეგიძლიათ.
თუ გსურთ, მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება Bon Apetite-ს ტორტებზე ან ქენდი ბარზე, ისარგებლეთ Trend.-ის პრომო კოდით (Trendbonapetite15) 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ბრენდის მაღაზიებში, ბახტრიონისა #12 და იოსელიანის #40.
თემები: ქორწილი, ტკბილეული, ქართული ბრენდი, საქორწინო კაბა, Bon Appetit, საქორწინო ტორტი, საკონდიტრო, მაღალი ხარისხი, დღესასწაული
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია