რა იწვევს ქორწინების წარუმატებლობას და რა ხდის მას ბედნიერსა და ძლიერს? - პროფესორი ჯონ გოთმანი აღნიშნულ საკითხს 1973 წლიდან იკვლევს და გვთავაზობს ძლიერი და მყარი ქორწინების განმაპირობებელ 6 ძირითად მეთოდს:
1. სწრაფად გადაჭერით პრობლემა - ქორწინებიდან საკმაოდ სწრაფად იჩენს თავს პრობლემები, თუმცა წყვილები ამას უგულებელყოფენ და მათი უმეტესობა დაახლოებით 6 წლის გასვლის შემდეგ იწყებს პრობლემების გადაჭრის გზების ძებნას, რაც უმეტეს შემთხვევაში, დაგვიანებულია და აღარ ამართლებს.
2. ნუ აჰყვებით კრიტიკულ აზრებს - წყვილები, რომლებიც თავს არიდებენ ერთმანეთის მიმართ სხვებისგან გამოთქმულ კრიტიკულ აზრებს და ეს მათზე გავლენას ვერ ახდენს, მუდამ ბედნიერები არიან.
3. კამათისას მოიშველიეთ მხოლოდ მყარი არგუმენტები - მყარი არგუმენტი, როგორც წესი, ახდენს კონფლიქტის ესკალაციას და როცა პარტნიორი კრიტიკულია თქვენ მიმართ, ან აქვს არასასიამოვნო ტონი, მყარი არგუმენტი ყოველთვის მალე ჭრის პრობლემას. ნურავის დაადანაშაულებთ, უბრალოდ ისაუბრეთ მყარი არგუმენტებით.
4. პატივი ეცით ერთმანეთის სურვილებს - ქორწინება წარმატებულია, როცა ქმარი პატივს სცემს ცოლის სურვილებს. მაგალითად; როცა ქალი ამბობს - „იქნებ მეგობრებთან არ წახვიდე პარასკევ საღამოს, შაბათ-კვირას ჩემი მშობლები მოდიან და შენი დახმარება მჭირდება“ და ქმარი პასუხობს - „ჩემი გეგმები გაწერილია და მათ შეცვლას არ ვაპირებ“, - მსგავსი დამოკიდებულება ქორწინებაში პრობლემებს ქმნის.
კვლევამ აჩენა, რომ ზოგადად ქალები ყოველთვის ითვალისწინებენ მათი საყვარელი მამაკაცის სურვილებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნამდვილი პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ ორივე მათგანმა გაუწიოს ერთმანეთს ანგარიში.
5. დააწესეთ მაღალი სტანდარტი - ბედნიერ წყვილებს ერთმანეთის მიმართ მაღალი სტანდარტი აქვთ დაწესებული ურთიერთობის დაწყებიდანვე. თუკი ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები არ არიან ქორწინების დასაწყისშივე, მათი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.
6. კონცენტრირება მოახდინეთ ნათელ მხარეზე - პრობლემებზე საუბრის დროს წარმატებული წყვილები სულ ცოტა ხუთჯერ მაინც წარმოთქვამენ დადებით წინადადებას ერთმანეთის შესახებ. წარმოთქვით - „ჩვენ კარგად ვართ ერთად“ ნაცვლად ფრაზისა - „შენ არასოდეს გსურს, რომ ჩემთვის რამე გააკეთო“. მყარია ქორწინება როცა ის პოზიტივითაა სავსე.
თემები: სიყვარული, ბედნიერი წყვილი, ქალები, რჩევები, ქორწინება, ბედნიერი ქორწინება
psychologytoday.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია