LIFE

10 წვრილმანი, რომლებსაც მამაკაცი პირველივე პაემანზე შეამჩნევს

10 წვრილმანი, რომლებსაც მამაკაცი პირველივე პაემანზე შეამჩნევს

1. ღიმილი

სახე - შენი სხეულის მთავარი ნაწილია, რომელსაც მაშინვე მიაქცევს ყურადღებას. არა მხოლოდ ტუჩის ფორმასა და კბილების სისწორეს, არამედ იმასაც, როგორ საუბრობ და რეაგირებ.

2. სიცილი

გამჭრიახი მამაკაცი ეცდება გადააქციოს შენი ღიმილი სრულყოფილ სიცილად. თუ ყველაფერი მოგწონს, შენი სიცილი ლამაზი და გადამდები იქნება - და აუცილებლად მოხიბლავ მას. აი, ნერვიული ჩაცინება კი უფრო მოხუცებული ბიძიას სახის გამომეტყველებას მოაგონებს.

10 წვრილმანი, რომლებსაც მამაკაცი პირველივე პაემანზე შეამჩნევს

3. იუმორის გრძნობა

მან გაგაცინა - ახლა შენი ჯერია. ყველაფერი, რაც აიძულებს მას გაიცინოს, ჩაწერილი იქნება შენ ღირსებებთან ერთად უბის წიგნაკში.

4. თვალები

თვალებში აუცილებლად ჩაგხედავს - და არაერთხელ. გამოცდილი ადამიანი დაიჭერს შენს მზერას არა მხოლოდ იმისთვის, რომ შეაფასოს თვალის ჭრილი ან განლაგება სახეზე. ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალები - სულის სარკეა, და ეს ხშირად სწორია.

10 წვრილმანი, რომლებსაც მამაკაცი პირველივე პაემანზე შეამჩნევს

5. ხმა

შეიძლება ეს არც პირველი იყოს და არც მეორე, რასაც შეამჩნევს და შეაფასებს, მაგრამ ხმას არც თუ ისეთი პატარა წვლილი შემოაქვს შენს საერთო შეფასებაში. ამიტომ ეცადე არც არიები იმღერო დამახინჯებული ნოტებით, და არც ღელვისგან წყვეტილი ტონით უპასუხო კითხვებზე.

6. ფიგურის ტიპი

შენი სხეულის აღნაგობა - უმთავრესი ფიზიკური დახასიათებაა. ბევრი მამაკაცისთვის ქალის წონას არა აქვს მნიშვნელობა, ვიღაცისთვის კი ის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სვადასხვანაირია, და თუ ადამიანში მისთვის მთავარია მხოლოდ სხეული - შეამოწმე, თავად ხომ არ არის შინაგანად ცარიელი.

7. სურნელი

შენი სურნელი - არის ის, რაც შეიძლება კიდევ დიდხანს ახსოვდეს. გამოიყენე ის, რაც მოგწონს, მაგრამ არ გაგიტაცოს ასაკოვანი ქალების არომატებმა.

8. სტილი

შეიძლება მამაკაცებმა არ იცოდნენ ვინ არის შენი კაბის დიზაინერი ან სწორად როგორ გამოთქვან ფეხსაცმლის მარკა, მაგრამ შეიძლება შეამჩნიონ და შეაფასონ შენი პერსონალური სტილის თავისებურებანი. შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს შენგან მიღებულ საერთო შეხედულებაზე.

10 წვრილმანი, რომლებსაც მამაკაცი პირველივე პაემანზე შეამჩნევს

9. მკერდი

მაშინაც, როცა ამას უარყოფს, სხეულის ამ ნაწილზე მზერას ნამდვილად შეაჩერებს (და არაერთხელ). ასე არიან მოწყობილები მამაკაცები. თუ შენ გინდა გადაატანინო ყურადღება მკერდიდან - კი ბატონო, მაგრამ ის მაინც შეამჩნევს და შეაფასებს.

10. თავდაჯერებულობა

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელსაც აუცილებლად აღნიშნავს. თუ შენ საკმაოდ მაღალ დონეზე აყენებ საკუთარ თავს, დემონსტრირებას უკეთებ საკუთარ პიროვნებას, მას ეს ნამდვილად მოეწონება, მითუმეტეს რომ ეს ისეთი მიმზიდველია!



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>