LIFE

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

სავაჭრო სახლი გოლეთიანი/Trade house Goletiani, NOKIA-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კარგა ხანია აანონსებს ლეგენდარული NOKIA-ს ბაზარზე კვლავ გამოჩენას. 

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ფარნიანი NOKIA-ს განახლებული მოდელი, NOKIA 3310 ქართული ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია. NOKIA 3310-ის გამოჩენად დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ ქვეყნებში. მის გამოჩენას სულმოუთქმელად ელოდა ევროპის მოსახლეობა და შესაბამისად, ბუნებრივია, ქართველ მომხმარებლებშიც მისმა ბაზარზე გამოჩენამ დიდი დაინტერესება და მოლოდინი განცდა შექმნა. ცხადია, გაჩნდა ბევრი კითხვაც.

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

TREND. ახალი პროდუქციის მონაცემებითა და დიზაინით დაინტერესდა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ბრენდის შემომტანს, სავაჭრო სახლ გოლეთიანს დაუკვშირდა. 

როგორც სავაჭრო სახლის მარკეტინგის სპეციალისტებმა განგვიმარტეს, ახალი ნოკია 3310 ზომით ძველთან შედარებით ოდნავ დიდი, მოცულობითი და ფერადი იქნება. ფერადი იქნება ტელფონის ეკრანიც. ახალი მოდელები ძველი ნოკიების მსგავსად ხარისხში ეჭვის შეტანის მიზეზს არ იწვევს და იგი გაყიდვაში დღეს, 15 მაისს ჩაეშვება. ჯერჯერობით მომხმარებელს არჩევანის გაკეთება სამ ფერს - ყვითელს, მუქ ლურჯსა და ნაცრისფერს შორის მოუწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი მოდელის პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ მიზეზად, თამაში"Snake" მიიჩნეოდა, რომელსაც განახლებული ნოკიას მოდელებიც ფლობენ. 

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

რაც შეეხება NOKIA 3310-ის ფასის შესახებ ინფორმაციას, იმ მიზეზით, რომ კომპანიამ პროდუქცია დღეს მიიღო და მიმდინარეობს მათი შემოწმება, სავაჭრო სახლის მარკეტინგის სპეციალისტები დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მოცემული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. 

აღნიშნული მოდელის ძველი ვერსია, შესაძლოა, ისტორიულ მოვლენადაც მივიჩნიოთ, რადგან ქართულ რეალობაში, სხვა ყველა მოდელთან შედარებით, ძველი 3310 NOKIA-ს მოდელი ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა.

ლეგენდარული NOKIA 3310 დაბრუნდა და უკვე გაყიდვაშია

რაც შეეხება ბრენდის მიერ მომხმარებლისთვის გათვლილ სურპრიზებს, ეს მხოლოდ განახლებული 3310 მოდელით არ სრულდება. ბაზარზე გამოჩენას აპირებს NOKIA-ს სმარტფონებიც, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ძალიან მალე NOKIA3 და NOKIA5 ანდროიდის სახით შემოუერთდება ტექნიკის ბაზარს. აღნიშნული მოდელები, ნოკიას პირველი სმარტფონების განახლებული და დახვეწილი ვერსიებია. ამ სიახლეს ბრენდის ოფიციალური შემომტანი საქართველოში, სავაჭრო სახლი გოლეთიანი მომხმარებელთან ერთად ელოდება და იმედოვნებს, რომ მსურველებს სმარტფონების განახლებულ ვერსიებსაც მალე შესთავაზებს. 



Trend.ge