LIFE

გილოცავთ გოგონების საერთაშორისო დღეს!

გილოცავთ გოგონების საერთაშორისო დღეს!

დღეს, 11 ოქტომბერს, გოგონების საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება. ორგანიზაცია მოზარდ გოგონებს მხარდაჭერას უცხადებს და მიმართავს: „ყოველი თქვენგანი მნიშვნელოვანია!“

სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიო ისევ რთული გამოწვევის წინაშე დგას: გარდა იმისა, რომ ქალები ჯერ კიდევ სხვადასხვა სფეროში თანასწორი უფლებებისთვის ვიბრძვით, უამრავ ქვეყანაში 10-იდან 14 წლამდე გოგონები სრულწლოვანების ასაკს უსაფრთხოდ და წარმატებით ვერ აღწევენ — სიღარიბის, ძალადობის და გართულებული ორსულობით და მშობიარობით გამოწვეული სიკვდილის მსხვერპლი ხდებიან; უკეთეს შემთხვევაში კი — საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას ვერ ახერხებენ: საშუალება არ აქვთ, განათლება მიიღონ და ოჯახი მხოლოდ ამის შემდეგ შექმნან.

გილოცავთ გოგონების საერთაშორისო დღეს!

გაეროს მოსახლების ფონდი (UNFPA) მსოფლიოს მდგრადი განვითარების დაგეგმვას იმ გოგონების შესახებ ზუსტი მონაცემების შეგროვებაში ხედავს, რომელთა პრობლემების შესახებაც ყველაზე ნაკლებად გვსმენია. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ 50-მდე ქვეყანას გააჩნია, როდესაც მისი ცოდნა ყველა პოლიტიკოსისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის, აქტივისტისა და ყოველი ჩვენგანისთვის აუცილებელია. მხოლოდ ამ ინფორმაციის დახმარებით შევძლებთ, მილიონობით დაჩაგრული გოგონას უფლებები და საჭიროებები გავითვალისწინოთ და მათი ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ.



წყარო: UNFPA