LIFE

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები. გთავაზობთ ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების დილის რუტინას:

1. ბარაკ ობამა - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი, ბარაკ ობამა, ყოველ დილით 6:45 წუთზე დგება. ის მიდის სპორტდარბაზში, სადაც აკეთებს როგორც წონის, ასევე კარდიო ვარჯიშებს. ვარჯიშის შემდეგ ის საუზმობს ოჯახთან ერთად. შემდეგ კი საქმეებზე ზრუნვას იწყებს.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

2. დევიდ კამერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - მისი დილა 6:00 საათზე იწყება და ის გაღვიძებისთანავე იწყებს საქმეების მოგვარებას. 8:0 საათზე კი ოჯახთან ერთად საუზმობს.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

3. უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ჩერჩილი ყოველ დილით 7:30 იღვიძებდა, თუმცა 11:00 საათამდე საწოლიდან არ დგებოდა. ჩერჩილს ჰკითხეს თუ როგორ ძლებდა სამისაათი და 30 წუთი საწოლში, მან უპასუხა, რომ ამ დროს ის მიირთმევდა საუზმეს, კითხულობდა გაზეთებს და ასევე აძლევდა უამრავ მითითებას მდივნებს, რომლებიც მრავლად ჰყავდა.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

4. სტივ ჯობსი, Apple-ის თანადამფუძნებელი - სტივი ამბობდა, რომ მისთვის საუკეთესო მოტივატორი დილით საკუთარ თავთან ლაპარაკი იყო. მას შემდეგ რაც ადგებოდა, ჯობსი მივიდოდა სარკესთან და ეკითხებოდა საკუთარ თავს - „დღეს რომ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იყოს, ვიქნებოდი მე ბედნიერი იმით რაც გამიკეთებია?“ - შემდეგ კი ეტყოდა საკუთარ თავს რომ „არა, ცვლილებაა საჭირო“.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

5. ბილ გეითსი, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი - მას სხეულისა და გონების ვარჯიში უყვარს და დილით, პირველ რიგში, სწორედ ამას აკეთებს. მილიარდელი დილით ერთ საათს უთმობს კარდიოს ვარჯიშს, მაგრამ პარალელურად ის უყურებს ვიდეოებს, რომელთაგანც ახალ ცოდნას იძენს, რაც გონების გავარჯიშებაში ეხმარება.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები

6. მარკ ცუკერბერგი, „ფეისბუქის“ შემქმნელი - 31 წლის მილიონერს თითქმის ყოველთვის და ყველგან უბრალო ნაცრისფერი მაისური აცვია, 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მარკმა თქვა, რომ ერთი და იგივე და თან ნაცრისფერი მაისურის ჩაცმა ეხმარება ერთდროულად მიიღოს რამდენიმე გადაწვეტილება.

ამგვარად, პირველ რიგში როდესაც ცუკერბერგი დგება,გარდერობიდან იღებს თავის საყვარელ ნაცრისფერ მაისურს და სამსახურში მიდის. მარკს ძალიან ცოტა სძინავს. ხშირად 6:00 საათამდე ვერ იძინებს და ამ დროს მომხმარებლებთან საუბარში ატარებს.

მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა - როგორ იწყებენ დილას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები



<a href="http://time.com">http://time.com</a>