გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის ხშირად ჩნდება ვნება. ფანებს ყოველთვის სურთ ეკრანულ წვილებს რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდეთ სასიყვარულო ურთიერთობა და ვარსკვლავებიც ხშირად ახდენენ გულშემატკივრების „ოცნებას“.
გთავაზობთ ვარსკვლავურ წყვილებს, რომელთა სასიყვარულო ურთიერთობაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო:
1. ჯასტინ ტერუ და ჯენიფერ ანისტონი - წყვილი ერთმანეთს ფილმ „მოგზაურობის წყურვილის“ გადაღებისას შეხვდა. ორივე მათგანი ახალი დაშორებული იყო საყვარელ ადამიანს. ისინი უკვე 7 წელია ერთად არიან. იშვიათად საუბრობენ საჯაროდ თავიანთ გრძნობებზე და ცდილობენ, რომ პირადი ცხოვრების დეტალები მედიის წინაშე არ გამოფინონ.
2. ტომ ჰარდი და შარლოტა რაილი - ფილმ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გადაღებებმა მსახიობების ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი დაინიშნა და ისინი მალევე დაქორწინდნენ, თუმცა ქორწილის ადგილი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ტომი და შარლოტი დღეს ბედნიერი მშობლები არიან და შარლოტი თავისი მომხიბვლელი ქმრის შესანიშნავი კომპანიონია.
3. ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი - „შერლოკი“ თავის პარტნიორს ფილმ „კომიკური ზღაპრების“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ისინი თავდაპირველად მხოლოდ მეგობრები იყვნენ და საბოლოოდ ვალენტინობის დღესასწაულზე დაქორწინება გადაწყვიტეს, ისინი მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობენ. წყვილს ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა.
4. მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი - წყვილის მგზნებარე რომანი ფილმ „სხივი ოკეანეებს შორის“გადაღების შემდეგ დაიწყო. ისინი ფილმში შეყვარებულებს თამაშობენ. 2015 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მათ ერთმანეთს მეორე შანსი მისცეს. ფანები იმედოვნებენ, რომ მსახიობების ურთიერთობას ბედნიერი დასასრული ექნება.
5. პოლ ბეთანი და ჯენიფერ კონელი - პოლი და ჯენიფერი ერთმანეთს ფილმ „ბრწყინვალე გონების“ გადაღებისას შეხვდნენ, მაგრამ მათი სასიყვარულო ურთიერთობა მაშინვე არ დაწყებულა. იმ დროს არც ერთი მათგანი არ იყო მარტოხელა. როგორც პოლი ამბობს, ის მიხვდა, რომ ჯენიფერი ყველაზე ლამაზი ქალი იყო ვინც კი ოდესმე ენახა. დღეს პოლისა და ჯენიფერის ოჯახს ჰოლივუდის ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევენ. ისინი არაერთ ფილმში მონაწილეობენ ერთად.
6. ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი - მსახიობებმა ერთმანეთი ადრეულ ასაკში გაიცნეს. ისინი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ერთად მონაწილეობდნენ, მაგრამ დაახლოებით 14 წელი ეშტონი და მილა უბრალოდ მეგობრები იყვნენ. კატჩერი დემი მურზე დაქორწინდა, ხოლო მილა მსახიობ მაკოლეი კალკინს ხვდებოდა. 2015 წელს ეშტონი და მილა ბედმა კვლავ დააკავშირა. მსოფლიომ მსახიობების საიდუმლო ქორწინების შესახებ შეიტყო. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს. ისინი აპირებენ, რომ კიდევ 10 შვილი გააჩინონ, რადგანაც ეშტონს ყოველთვის 12 შვილი სურდა.
7. ენდრიუ გარფილდი და ემა სტოუნი - მათი ურთიერთობა ფილმს ჰგავს - ინტრიგები, დაშორება და კვლავ შერიგება. ყველაფერი კი 2010 წელს ფილმ „წარმოუდგენელი ადამიანი ობობას“ გადაღებისას დაიწყო. 2015 წელს მათ დაშორების შესახებ განაცხადეს, თუმცა დღეს ისევ ერთად არიან. ენდრიუ ყოველთვის ამბობს, რომ ეთაყვანება ემას და ყოველთვის ასე იქნება.
8. კრის პრეტი და ანა ფარისი - წყვილი ერთმანეთს ფილმ „წამიყვანე სახლშის“ გადაღებისას შეხვდა და სწორედ აქედან იწყება მათი სასიყვარულო ისტორია. მათი ურთიერთობა ძალიან სტაბილური აღმოჩნდა. 2009 წელს დაქორწინდნენ და ახლა 4 წლის ვაჟი ჰყავთ. ანა ყოველთვის მხარს უჭერს კრისს კარიერის მწვერვალების დაპყრობაში.
9. გიიომ კანე და მარიონ კოტიარი -ფრანგი მსახიობები ერთად თამაშობენ ფილმში „შემიყვარე თუ გაბედავ“. მათ ურთიერთობას საფუძვლად მეგობრობა უდევს. ისინი ბედნიერად ცხოვრობენ ერთად და შვილსაც ელოდებიან.
10. ფრედი პრინც ჯუნიორი და სარა მიშელ გელარი - წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად წითელ ხალიჩაზე და თავს არიდებენ პაპარაცებს. წლების წინ ისინი თამაშობდნენ ერთად ფილმში „მე ვიცი რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“. უკვე 15 წელია დაქორწინებულები არიან. წყვილი ოჯახური ბედნიერების მაგალითია.
11. ბენჟამინ მილპიე და ნატალი პორტმანი - ფილმი „შავი გედი“ ნატალი პორტმანისთვის ნამდვილი ბედის საჩუქარი აღმოჩნდა. მან მოიპოვა ოსკარი თავისი ბრწყინვალე სამსახიობო ოსტატობის გამო და ამავდროულად, გაიცნო მომავალი ქმარი. ბენჟამინი ფილმში მთავარი ქორეოგრაფის როლს ასრულებს. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ნატალი ამბობს, რომ იყო მეუღლე და დედა, საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება ქალის ცხოვრებაში მოხდეს.
თემები: ოჯახი, ფილმები, წყვილები, მსახიობები, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია