სილამაზე

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

თმის მუდმივი ღებვა და ექსპერიმენტები საკმაოდ ცუდად მოქმედებს მის სტრუქტურაზე. ამის მაგალითად ეს ცნობილი სახეებიც გამოდგებიან, რომლებმაც ვარცხნილობისა და თმის ფერის ხშირი ცვლილების გამო, დღეს გამელოტების ზღვარზე დგანან.

ნაომი კემბელი

წლების წინ, მოდის ინდუსტრიაში შავ პანტერად აღიარებული ულამაზესი ნაომი დღეს კატასტროფის ზღვარზეა. სუპერმოდელს თმის დაავადება ალოპეცია დაემართა, რაც მის ბუდობრივ ცვენას იწვევს. ამის გამო, ძალიან უჭირს ვარცხნილობის შერჩევა და მის „ნაკლს“ პაპარაცები ობიექტივზე ხშირად აფიქსირებენ.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

კირა ნაიტლი

ბრიტანელმა მსახიობმა კირა ნაიტლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა რომ, ხუთი წლის განმავლობაში პარიკს ატარებდა, რათა ბუნებრივი თმა დაებრუნებინა. თმის ცვენა და ხარისხის გაფუჭება კი ფილმებში შეცვლილმა ვარცხნილობებმა და მუდმივმა ღებვამ გამოიწვია.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

კეტლინ ჯენერი

სქესის შეცვლის შემდეგ კეტლინ ჯენერმა თმის აღსადგენად უამრავი პროცედურები გაიარა და თმა რამენიმეჯერ გადაინერგა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგო.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ
ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

კეტი პერი

მუდმივ ექსპერიმენტებს კარგი არაფერი მოუტანია კეტისთვის. მისი ოდესღაც მშვენიერი თმისგან მხოლოდ რქები დარჩა და ყურებს უკან და შუბლზე სიმელოტის ლაქები გაუჩნდა. ამის შენიღბვას მომღერალი ვარცხნილობით ცდილობს.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

კრისტინა აგილერა

საკუთარ თმაზე ექსპერიმენტების მოყვარულთა რიგებშია აგილერაც. ერთხელ თმას სასტიკად მოექცა და ცისარტყელას ფერებში შეიღება. პრობლემები კი 2015 წლიდან დაეწყო. შუბლისა და ყურის ადგილას თმა საკმაოდ შეთხელებული აქვს.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

რიანა

მშვენიერი რიანა ყოველთვის ცდილობს რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი განსაკუთრებული რიტუალი ვარცხნილობისა და ფერის შეცვლაა. გასულ წელს მომღერალს ძლიერი თმის ცვენა დაეწყო, რის შემდეგაც სტილისტების რჩევით პრობლემური ადგილები გაიპარსა.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

ლედი გაგა

ადვილი არ არის თმისთვის როდესაც ის ბუნებრივად მუქი ყავისფერია პლატინისფრად იქცეს. თუმცა ლედი გაგა საბედისწერო გლამურული იმიჯის მისაღწევად ამას ყოველთვის ახერხებს. მომღერალი თავადაც აღიარებს რომ თმა ძალიან სცვივა, მაგრამ ჯერჯერობით ექსპერიმენტებს ვერ ელევა.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ

ბრიტნი სპირისი

პოპ პრინცესას არაჯანსაღი ცხოვრების წესმა მისი თმაც შეიწირა. ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა, რომ შეთხელებული თმა დაიგრძელოს, რაც არ ისე ლამაზად ჩანს პაპარაცების ობიექტივში.

ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტნენ



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>