1. შეცდომა: შავი ტანსაცმელი ალამაზებს ფიგურას
სინამდვილეში: შავი ფერი ყველას არ უხდება და თავისით არ შეუძლია დაფაროს ზედმეტი კილოგრამები. ფიგურას ვიზუალურად მოხდენილი გახადოს ეხმარება არა შავი ტანსაცმელი, არამედ სწორად შერჩეული სტილი. სტილისტები გვირჩევენ: ქალებისთვის, რომლებსაც სურთ დაფარონ მოცულობა, აკრძალულია ბრჭყვიალა ქსოვილისა და ბეწვის შავი ტანსაცმელი. აი, კონტრასტული აქცენტები კი, პირიქით, დაგეხმარებათ შეიქმნათ ეფექტური გარეგნობა.
2. შეცდომა: ჰორიზონტალური ზოლი ფიგურის მოცულობას ზრდის
სინამდვილეში: მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის სტილს, ასევე ზოლების ფერსა და სიგანეს. მსხვილი კონტრასტული ზოლები ფიგურას დამატებით მოცულობას ანიჭებს. ვიწრო ჰორიზონტალური ზოლები ვიზუალურად აგრძელებს ფიგურას. სტილისტები გვირჩევენ: გაითვალისწინეთ საკუთარი ფიგურის ტიპი და თამამად გამოიყენეთ წვრილი ზოლი.
3. შეცდომა: ღია ფერის ტანსაცმელი ასუქებს
სინამდვილეში: მთავარია სტილი, და არა ფერი. სტილისტები გვირჩევენ: აირჩიეთ ფიგურისთვის შესაფერისი ჭრა, რომელიც ხაზს გაუსვამს ფიგურის მომგებიან მხარეს.
4. შეცდომა: კოჭამდე შარვალი უხდება მხოლოდ მაღლებს
სინამდვილეში: კოჭამდე შარვალი გამოიყურება საყვარლად და კეკლუცად. მისი ჩაცმა შეუძლია არა მხოლოდ გრძელი ფეხების მფლობელებს.
სტილისტები გვირჩევენ: კოჭებამდე მკვეთრი ფერის შარვლებს შეუძლია კონტრასტზე ვიზუალურად დაამოკლოს ფიგურა. მინიატურულმა გოგონებმა უმჯობესია უპირატესობა მიანიჭონ მშვიდი ტონალობის მაღალწელიან მოდელებს. და ატარონ ასეთი შარვალი ქუსლებიან ფეხსაცმელთან.
5. შეცდომა: ტანსაცმელი oversize უხდება ყველას
სინამდვილეში: გოგონების უმეტესობას უხდება განიერი ტანსაცმელი, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ასეთი ტანსაცმლის არჩევისას. სტილისტები გვირჩევენ: oversize უხდება მაღალსა და გამხდარს, ვინაიდან მატებს გარეგნობას სინაზეს. დაბალი გოგონებისთვის და არასტანდარტული ფიგურის მფლობელებისთვის კი აუცილებელია დააბალანსონ პროპორციები და არ ჩაიცვან ერთ განიერ ნივთზე მეტი.
6. შეცდომა: განიერი ქამარი ავიწროვებს წელს და ფიგურა უფრო მოხდენილად გამოიყურება
სინამდვილეში: განიერი ქამარი, რომელსაც იყენებენ იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან წელს, ღიპიანი გოგონებისთვის საწინააღმდეგოდ მუშაობს: ყურადღებას იქცევს პრობლემურ ზონებზე. სტილისტები გვირჩევენ: სრულმა ქალებმა უნდა აირჩიონ კაბები მუხლამდე ან ოდნავ ქვემოთ, სადაც წელის ხაზი იქნება აწეული ან დაწეული. იმისათვის რომ ხაზი გაუსვათ მკერდს და ვიზუალურად დაიგრძელოთ კისერი დაგეხმარებათ V-ს ტიპის ჭრილი.
7. შეცდომა: ტანსაცმელში 3 ფერზე მეტი შეხამება - უგემოვნობაა
სინამდვილეში: წესი „არა უმეტეს 3 ფერის“ მოგონილია მათთვის, ვინც იცავს დრეს-კოდს და არ უნდა გამოირჩეოდეს ხალხში. თუ გაგაჩნიათ სტილისა და ჰარმონიის შეგრძნება, შეგიძლიათ თამამად შეახამოთ ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტი. სტილისტები გვირჩევენ: აირჩიეთ ისეთი ნივთები, სადაც უპირატესობა ექნება რომელიმე განსაზღვრულ ფერს და გაითვალისწინეთ ფერების შეხამების წესები.
8. შეცდომა: არ შეიძლება შეახამო სხვადასხვა პრინტები
სინამდვილეში: სხვადასხვა პრინტები ერთ ჩაცმულობაში ცოცხლად და არატრივიალურად გამოიყურება, მაგრამ ისინი ხაზს უნდა უსვამდნენ გარეგნობას და შეავსონ ჩაცმულობა, და არა გაფანტონ ყურადღება. სტილისტები გვირჩევენ: ნახატებში უნდა იყოს რაღაც საერთო, მაგალითად ფერი. მშვენივრად ეხამება ერთმანეთს ერთი და იგივე მოხატულობა, მაგრამ სხვადასხვა ზომის. გეომეტრიული ფიგურები (კვადრატები, რომბები, კოპლები, ზოლები) ასევე კარგად ეწყობიან ერთმანეთს და სხვა პრინტებს.
9. შეცდომა: ვარდისფერი უხდება მხოლოდ ბავშვებსა და თინეიჯერ გოგონებს
სინამდვილეში: სტილისა და ტონალობის მიხედვით მისი ჩაცმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში. სტილისტები გვირჩევენ: გაითვალისწინეთ ფიგურის ფერთა ტიპი და თავისებურებანი და შეუხამეთ ვარდისფერი სხვა ფერებს (თეთრს, რუხს, ბეჟს, ლურჯს, იისფერს). 50 წელს გადაცილებულმა ქალებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ მარჯნის ტონალობას.
10. შეცდომა: ფუშფუშები და არშია ასუქებს
სინამდვილეში: არშია და ფუშფუშები გარეგნობას სინაზეს ანიჭებს. ამასთან ზედმეტად დეკორატიული ელემენტები ვიზუალურად ამატებს ერთ-ორ ზედმეტ კილოგრამს. სტილისტები გვირჩევენ: ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია - ფუშფუშები სახელოებზე. ეს ყველას უხდება და ეფექტურად გამოიყურება. თუ არ გაგაჩნიათ მოდელის პარამეტრები, ეცადეთ მოერიდოთ კაბებს, რომლებიც შედგება მხოლოდ ფუშფუშებისგან. ისინი განიერს ხდის ფიგურას.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია