გთავაზობთ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ზოგიერთ ქვეყანაში არ უშვებენ:
1. კრის ბრაუნი, დიდი ბრიტანეთი - კანადასა და ავსტრალიასთან ერთად, დიდი ბრიტანეთიც დროებით უარს აცხადებს კრისის ქვეყანაში შეშვებაზე. აკრძალვა 2011 წლიდან მოქმედებს და ამის მიზეზი კრისის მიერ მომღერალ რიჰანას მიმართ გამოვლენილი ძალადობა გახდა.
2. პერის ჰილტონი, იაპონია - საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ. იაპონიაში ვიზიტის დროს, მას საზღვარზე ნარკოტიკები თან ჰქონდა. ვარსკვლავი კრიმინალში დაადანაშაულეს და დღეს მას იაპონიაში ჩასვლა ეკრძალება.
3. მაილი საირუსი, ჩინეთი - ჰანა მონტანაში ყოფნის დროს მაილიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც აზიურ კულტურაზე თავდასხმად მიიჩნიეს. მაილის აკრძალული აქვს ჩინეთში შესვლა და რა თქმა უნდა, კონცერტების გამართვა.
4. ბითლზები, ფილიპინები - ფილიპინებში ჯგუფზე გამოცხადდა დევნა მას შემდეგ, რაც უარი თქვეს შეთავაზებაზე დასწრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში პირველ ლედისთან, იმელდა მარკოსთან ერთად გამართულ საუზმეს. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც თავისი თითმფრინავით ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. აღნიშნულის შემდეგ კი ფილიპინებში შესვლა აუკრძალეს.
5. ბიონსე, მალაიზია - მალაიზიამ აუკრძალა ბიონსეს კონცერტის გამართვა და საზღვრების გადაკვეთაც კი. მალაიზიელები თვლიან, რომ მომღერალი პროვოკაციულად იქცეოდა მათ ქვეყანაში და მკაცრი მუსლიმური „საზღვრები“ დაარღვია.
6. ეიკონი, შრი ლანკა - ეიკონისა და დევიდ გუეტას ერთობლივმა ნამუშევარმა ‘’Sexy Chick” და სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა, შრი ლანკელები ძალიან გაანაწყენა. ვიდეოკლიპში ასახულია ფართი აუზთან ბუდას ქანდაკების წინ. ეიკონსაც და დევიდ გუეტასაც შრი ლანკის საზღვრების გადაკვეთა აკრძალული აქვთ.
7. სნუპ დოგი, ნორვეგია - რეპერს ნორვეგიის საზღვრების გადაკვეთა 2 წლით აეკრძალა. მიზეზი კი ის გახდა, რომ აეროპორტში მას მარიხუანა აღმოუჩინეს.
8. ბრედ პიტი, ჩინეთი - ჩინეთში შესვლა მსახიობს 15 წლით აუკრძალეს. მიზეზი ფილმი ‘’7 წელი ტიბეტში“ გახდა, რომელშიც ბრედი მთავარ როლს ასრულებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ფილმი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
9. ალეკ ბოლდუინი, ფილიპინები - 2009 წელს მან ქვეყანაში არსებულ სექსუალურ ტრეფიკინგზე იხუმრა.მიუხედავად იმისა რომ ბოლდუინმა თავისი ხუმრობის გამო ბოდიში მოიხადა, ამ ქვეყანაში შესვლა დღემდე ეკრძალება.
თემები: აკრძალვა, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია