სილამაზე

ხელოვნება, ტექნოლოგია და პარფიუმი ერთ ფლაკონში

ხელოვნება, ტექნოლოგია და პარფიუმი ერთ ფლაკონში

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ კიდევ ერთი ექსკლუზიური ბრენდის შესახებ სასაუბროდ მიგვიწვია: უკვე მე-2 წელია, რაც საქართველოში EISENBERG-ი შემოვიდა — სუნამო და თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები ნიშური ხასიათით და დემოკრატიული პოზიციონირებით. პრეს-ლანჩს EISENBERG-ის გლობალური წარმომადგენელი — ჟან ლუკ ტრონიონი უძღვებოდა.

ხელოვნება, ტექნოლოგია და პარფიუმი ერთ ფლაკონში

EISENBERG-ს სხვა პარფიუმერული ბრენდებისგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს: კოსმეტიკური ხაზი უნიკალური „სამი მოლეკულის“ ფორმულითაა შექმნილი, რომელზეც ჟოზე აიზენბერგი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ხელოვნება, ტექნოლოგია და პარფიუმი ერთ ფლაკონში

ამ ფორმულის დამსახურებით, EISENBERG-ის კოსმეტიკა განსაკუთრებული გამაახალგაზრდავებელი თვისებებით გამოირჩევა, სუნამოები კი უნიკალურ არომატებთან ერთად, ბაზარზე სრულიად განსხვავებული პოზიციონირებითაა წარგდენილი — თითოეული მათგანის საერკლამო სახე ლამაზი მოდელის ნაცვლად ხელოვნების ნიმუშია: EISENBERG-ის ყოველ შეფუთვას ჟოზე აიზენბერგის ახლო მეგობრის — ცნობილი ბრაზილიელი მხატვრის ნახატები ამშვენებს: ხუარეს მაჩადო ყოველი ახალი არომატისთვის ახალ ფერწერულ კომპოზიციას ქმნის.

BO-2 Multipic:

EISENBERG-ის იდეას საფუძველი ჩაეყარა 1985 წელს: მისმა შემქმნელმა — ჟოზე აიზენბერგმა კომპიუტერული ტექნოლოგიების და მაღალი მოდის (დიახ, ამ 2 სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობდა!) კიდევ ერთი ინტერესი აღმოაჩინა და კვლევა დაიწყო, რომელიც 13 წლის თავზე სერიოზული შედეგით დაგვირგვინდა: ფორმულა — TRO MOLECULAR-ი დააპატენდა და 2000 წელს სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანია დააარსა.

BO-6 Multipic:

EISENBERG-ის ხელოვნებასთან ასოცირებული პოზიციონირება ჟოზე აიზენბერგის განცხადებით მისი ხელოვნებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა, რომელიც ფლორენციის Piazza della Signoria-ს პირველი ნახვისას ეწვია; ჩვენი აზრით კი ის ძალიან ჭკვიანი და ინტუიტიური ბიზნესმენია: გარდა იმისა, რომ შეუდარებელი პარფიუმერია და EISENBERG-ის ყოველ არომატს თავად ქმნის, ზუსტად იცის, კონკურენტულ გარემოში უნიკალური პროდუქტი როგორ წარმოაჩინოს.

ხელოვნება, ტექნოლოგია და პარფიუმი ერთ ფლაკონში

მოკლედ, თუ არასტანდარტული, უნისექსური სტილის, არმოატები გიტაცებს, აუცილებლად ეწვიე „ლუტეციას“ და EISENBERG-ის სუნამოებს გაეცანი: ქალის 10 და მამაკაცის 5 არომატი ნეიტრალური, უპრეტენზიო ხასიათისაა, ამიტომაც ყოველი მათგანი იდეალური არჩევანია ზაფხულის ცხელი სეზონისთვის.