ჰოროსკოპი

ქალების ინტიმური საიდუმლოები - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ქალების ინტიმური საიდუმლოები - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი

ამ ნიშნის ქალებს უყვართ ძლიერად და ნამდვილად. მათი ურთიერთობები ყოველთვის ვითარდება ინტენსიურად. მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ვერძებს შეუძლიათ იყვნენ ხანგრძლივად მამაკაცის გარეშე. უბრალოდ მათ ყოველთვის სჭირდებათ მხოლოდ ყველაზე საუკეთესო. „ მე არ მინდა, რომ ჩემი პარტნიორი დომინირებდეს ჩემზე, მაგრამ ამასთან არც ნაზი ბაჭია მჭირდება!“ ამიტომაც ურთიერთობებში მათ ხშირად ძალაუფლების განაწილების პრობლემები აქვთ.

კურო

ქალი-კურო, როგორც წესი, მშვიდი და მატერიალისტურია და იშვიათად ამჟღავნებს ზედმეტად ძლიერ ემოციებს. ურთიერთობებში ელიან, რომ პარტნიორი ბოროტად არ გამოიყენებს მათ ლოიალობასა და ერთგულებას, მაგრამ ჩააქრობს მათ ნეგატიურ ემოციებს. კუროები არ არიან ეჭვიანები, არ გაგიმართავთ სცენებს იმის გამო, რომ ვიღაცას სხვანაირად შეხედეთ. სხვა მხრივ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, თუ ის კარგავს თავშეკავებას, ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს.

ტყუპები

„სერიოზული“ ურთიერთობების დამყარება ტყუპებთან არ არის ადვილი: ძნელია გაიგო ვისთან გაქვს საქმე, მაშინაც კი, როცა უკვე დიდი ხანია ხვდები მას. ტყუპების ტემპერამენტი მათ აძლევს საშუალებას უფრო ადვილად იცვლებოდნენ, ვიდრე სხვა ქალები. ისინი მჭიდროდ არ ეჯაჭვებიან თავისი პარტნიორის ემოციებს. ასეთი ქალები აფასებენ სიყვარულსა და რომანტიკას, მაგრამ მაშინვე აღშფოთდებიან, თუ პარტნიორი შეეცდება შეზღუდოს მათი თავისუფლება.

ქალების ინტიმური საიდუმლოები - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კირჩხიბი

არცერთი სხვა ქალი არ იქნება თავისი პარტნიორისთვის ისეთივე ვნებიანი, რომანტიკული და „კომფორტული“, როგორც ქალი-კირჩხიბი. ამავე დროს ისინი იგივე ყურადღებას მოითხოვენ საკუთარი თავის მიმართ. კირჩხიბები ძალიან ეჭვიანები არიან. ნამდვილი მესაკუთრეები! ყველაფერს გაპატიებენ, ღალატის გარდა. თქვენი ურთიერთობები მასთან შეიძლება უბრალოდ ფანტასტიკური იყოს: ლამაზი, საიმედო და ვნებიანი, მაგრამ ყველაფერი დამთავრდება ერთ მომენტში, როგორც კი ის დაკარგავს ნდობას თქვენს მიმართ.

ლომი

ამ ნიშნის ქალებს, როგორც ძვირფას ქვებს, ესაჭიროებათ სიყვარული და პატივისცემა. მათ შეუძლიათ უყვარდეთ დიდი ვნებით, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვისაც თავად უყვარს საკუთარი თავი. ისინი მომთხოვნები და ამბიციურები არიან. მათ უყვართ ფულის ხარჯვა სამკაულებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე. სექსი ლომისთვის - უდავოდ სიამოვნებაა. თუ გინდათ, რომ ლომი-ქალს უყვარდეთ, თქვენ ამისთვის მხოლოდ ორი შესაძლებლობა გაქვთ: ან უნდა დომინირებდეთ მასზე, ან უნდა მიანიჭოთ ყველანაირი სიამოვნება.

ქალწული

ეს არის ქალი, რომელიც ყველაზე მაღლა აყენებს პატიოსნებას. და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ეს ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია ქალებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს იყოს პრაქტიკული ყოფაში, მაგრამ ამასთანავე ღვთაებრივად რომანტიკული ყველაფერ დანარჩენში. ბევრი ხერხი არსებობს, რომ შეინარჩუნო ქალწული, მაგრამ არა აგრესია. ქალწულები ეძებენ სიმშვიდესა და ჰარმონიას, და არა სიყვარულის შეშლილ გამოვლინებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ ისე ძლიერად არ აფასებს პლატონურ სიყვარულს, როგორც ამ ნიშნის ქალები.

ქალების ინტიმური საიდუმლოები - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

სასწორი

ქალი-სასწორი - კეთილი, რბილი, სამართლიანი, მეგობრული, ჯიუტი და გაუბედავია. უნდა გახსოვდეთ, რომ სტერეოტიპების მიუხედავად, ეს ქალები საკმაოდ მბრძანებლურები არიან. მათ უყვართ, როცა გარშემომყოფები კამათის დროს მათ უჭერენ მხარს. უბრალოდ ისინი კარგად მალავენ ხავერდის ხელთათმანში „რკინის მუშტს“. სასწორების ერთადერთი ნაკლია - გაუბედაობა. მათ უყვართ კითხვების გადადება და მაშინ უბრუნდებიან მათ, როცა ზედმეტად ბევრი გროვდება.

მორიელი

მამაკაცები ისე ეხვევიან ამ ნიშნის ქალებს, როგორც კოღო - სინათლეს. იმიტომ რომ მათ მომაჯადოებელი მზერა აქვთ და მათში იმალება უამრავი მომხიბლელობის საიდუმლო. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს ქალი ადვილად მოტყუვდება ყალბი კომპლიმენტებით. მორიელები ეჭვიანები არიან და, თუ რამეა, არც აპირებენ საკუთარი თავის გაკონტროლებას. მიუხედავად ამისა, თუ მათ უყვართ, მზად არიან გაპატიონ თქვენი დანაშაული. ძალიან უყვართ მბრძანებლობა. სძულთ სხვისი სისუსტეები.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები უნიკალური ქალები არიან საკუთარ გულწრფელობაში. ისინი ყოველთვის იმას არ გეტყვიან, რისი გაგებაც გსურთ, სამაგიეროდ ყოველთვის უნდა გქონდეთ მათი პატიოსნებისა და პირდაპირობის იმედი. მშვილდოსნები გულუხვები, მომთმენები არიან და ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. მათი სახით თქვენ მიიღებთ ერთგულ მეგობარს, შესანიშნავ კომპანიონსა და საიმედო ცხოვრების მეგზურს. ქალი-მშვილდოსანი - ელეგანტური და თავდაჯერებული ქალია. სიყვარულში ძალიან რომანტიკულები არიან.

ქალების ინტიმური საიდუმლოები - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თხის რქა

ქალი-თხის რქა ყოველთვის წინასწარ გეგმავს მომავალს და არ ეშინია არანაირი მძიმე სამუშაოსი. თუ არსებობს მსოფლიოში ქალი, რომელსაც შეუძლია დაიწყოს ბიზნესი ჯიბეში კაპიკის გარეშე, ეს თხის რქაა! ამ ქალებმა იციან, რომ იმისათვის რომ აღფრთოვანდნენ მათით, ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ. და მათთვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თქვენი მხარდაჭერა. საქმეებში, სადაც უნდა გამოიჩინონ ჟინიანობა და შეუპოვრობა, მათ ტოლი არ ჰყავთ.

მერწყული

მერწყულებს ხშირად უყვარდებათ, მაგრამ ქარაფშუტად შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ ადამიანს, რომელიც არ არის ჩახედული მისი სულის საიდუმლოებებში. სინამდვილეში, თუ ვინმე ნამდვილად უყვარდებათ, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულები რჩებიან. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ნიშნის ქალები ყველაზე ძალიან პირად თავისუფლებას აფასებენ. თუ გინდათ, რომ გვერდით შეშლილი ვნებისა და ენთუზიაზმის ადამიანი გყავდეთ, აირჩიეთ მერწყული. ვნება - მათი ყველაზე ძლიერი მხარეა.

თევზები

არცერთი ზოდიაქოს ნიშნის ქალი არ არის ისეთი ქალური, როგორიც თევზი. ის, რაც უამრავ სხვა ქალს მოეჩვენება ბანალური, თევზმა შეიძლება ღირსეულად შეაფასოს. ქალი-თევზი ძალიან მოსიყვარულეა და ყოველთვის მზად არის გააკვირვოს საყვარელი მამაკაცი. უბრალო სიტყვა „მიყვარხარ“ მათთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე ლაშქრობა ძვირადღირებულ რესტორანში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქალებს უფრო მეტად კომფორტი და სიამოვნება უყვართ, ვიდრე რომელიმე აბსტრაქტული „ფასეულობები“. თევზებს შეუძლიათ ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თავის მეგობრებზეც და ნათესავებზეც.



<a href="foxy-fit.ru">foxy-fit.ru</a>