LIFE

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

კურორტი საირმე ადამიანების უმეტესობასთან სამკურნალო წყლებთან ასოცირდება და ბევრს არ სმენია, რომ განტვირთვისაც იდეალური ადგილია. მოკლედ, თუ გსურს, ცოტა ხნით ყოველდღიურ რუტინას მოწყდე და ჟანგბადის საბადოში აღმოჩნდე, მწვანე, სუბტროპიკულ ტყეებში ისეირნო, სპა-პროცედურებით ინებივრო და ყოველ ღამე მდინარის ხმამ დაგაძინოს, TREND-ი გირჩევს, კურორტ საირმეს ეწვიო.

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

კურორტი მდინარე წაბლარისწყლის ხეობაშია გაშენებული და სულ 3 სასტუმროს მოიცავს, მათ შორის ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „საირმეა“ — სტანდარტული, ლუქს-კლასის და სტუდიოს ტიპის ოთახებით, სატრენაჟორო და 2 საკონფერენციო დარბაზით.

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

სასტუმროებთან ერთად, კურორტის ინფრასტრუქტურა ულამაზეს სკვერებს, რესტორნებს, სპა-ცენტრს, ღია აუზს, კლინიკას და მჟავე წყლების წყაროებს აერთიანებს. საირმის წყაროები ყველა სხვა კურორტის წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ ექვსივე მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული სამკურნალო თვისებები აქვს.

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

ისევე, როგორც ბალნეოლოგიური ცენტრის ყველა ობიექტი, კომპლექსის ღია აუზიც ბუნებრივი, ცხელი წყლით ივსება და იქ ნებივრობა ნებისმიერ სეზონზე შეგძლია. თუ განსაკუთრებულად ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნება გსურს, აუზის გადასწვრივ, პირდაპირ მდინარეში ცურვაც დასაშვებია.

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

ზოგადად, მთელი კომპლექსი მდინარის გასწვრივაა დაგეგმარებული და სასტუმრო „საირმის“ თითქმის ყველა ნომერიც მდინარეს გადაჰყურებს. მდინარის ნაპირებზე დაგებული ხარისხიანი გზები ველოსიპედით სეირნობისას განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის და სარბენადაც იდეალურია.

ისუნთქე ჟანგბადი — საირმეში!

საირმე ქუთაისის სამხრეთით მდებარეობს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით სამსაათ ნახევრის გზაზე. ამიტომაც, თუ დიდი ხნით დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებ, შაბათ-კვირას გარემოს გამოცვლისთვისაც იდეალური ვარიანტია. კურორტ საირმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია მის ვებ-გვერდზე გაეცნო.