LIFE

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

X ფაქტორის ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა. როგორც კონკურსანტებმა, ასევე ჟიურის წევრებმა ყველაზე საპასუხიმსგებლო და ემოციური პერიოდი გამოიარეს და ახლა ისღა დარჩენიათ, მაყურებელთან ერთად გამოავლინონ გამარჯვებული. 

გუშინ, ეთერში 2 სკამის ტური გავიდა, სადაც ჟიურის თითოეულ წევრს, ოთხი კონკურსანტიდან არჩევანი ორზე უნდა შეეჩერებინა და ამით ისინი საკუთარი გუნდების საბოლოო შემადგენლობას მიიღებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საუკეთესო შეფასებებისა, რამდენიმე კონკურსანტმა სატელევიზიო შოუ მაინც დატოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ იყვნენ კონკურსანტები, რომლებმაც ჟიურის არც ისე დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. 

TREND. გთავაზობთ ჟიურის საუკეთესო შეფასებებსა და იმ კონკურსანტების ჩამონათვალს, რომლებსაც ეს შეფასებები დაიმსახურეს:

თამარ ედილაშვილი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

იგი პირველი გამომსვლელი გახლდათ ბავშვების კატეგორიიდან, რომელმაც საუკეთესო შეფასებების ზღვა დაიმსახურა. სტეფანეს შეფასებით თამარი არა მხოლოდ X ფაქტორის, არამედ მსოფლიო მასშტაბების მოვლენაა. სწორედ სტეფანემ მოუწოდა მაყურებელს გააზიარონ სოციალურ ქსელში თამარის ნამღერი და ანახონ იგი მსოფლიოს. 

ლიზა კალანდაძე

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

მიუხედავდ იმისა, რომ ლიზა კალანდაძემ პროექტი დატოვა, იგი მოხვდა იმ კონკურსანტებს შორის, რომლებმაც საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს. ლელა წურწუმიამ იგი თავისი იმიჯის, საშემსრულებლო მანერისა და ხმის ტემბრის გამო, ახალ სუნთქვად მოიხსენია ქართულ მუსიკალურ სამყაროში. 

გრიგოლ ყიფშიძე

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

გრიგოლი ის კონკურსანტი აღმოჩნდა, რომელმაც ჟიურისთან ერთად, მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა. თითქმის ჟიურის ყველა წევრმა იგი საუკეთესოდ შესაფასა. სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ გრიგოლი ის მომღერალია, რომელსაც ათასობით, მილიონობით ხმაში გამოარჩევ, ხოლო ბავშვების მენტორმა, გიორგი გაბუნიამ მას მუსიკალური ვუნდერკინდი უწოდა. 

გვანცა ოსიყმაშვილი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

გოგოების კატეგორია გვანცა ოსიყმაშვილმა გახსნა. მის მიმართ არაერთგვაროვანი შეფასებები გაისმა, თუმცა, ჟიურის წევრთა უმრავლესობამ იგი დადებითად შეაფასა. სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ხედავს მის განვითარებას და ძალიან მოსწონს გვანცას საშემსრულებლო უნარები. მგავსი შეფასება გააკეთა ლელა წურწუმიამაც, გოგოების მენტორმა. მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, გვანცამ ორი სკამის ტურში დატოვა პროექტი. 

ქეთი ბერიძე

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

"საღამო მშვიდობის საქართველო! ეს X ფაქტორია და ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო მონაწილეები არიან, აპლოდისმენტები!" - ასე შეაფასა ქეთი ბერიძის შესრულება ჟიურის წევრმა, სტეფანემ. გიორგი გაბუნიამ მას საშიშად ძლიერი კონკურსანტი უწოდა და სწორედ მან მიმართა მაყურებელს, რომ ეშინოდეთ ამ "ფაიფურის" გოგოსი. თავად ქეთი ბერიძის მენტორმა, ლელა წურწუმიამ აღნიშნა, რომ ქეთი არის მიზეზი, რის გამოც მას შეუძლია წელგამართულმა იაროს პროექტში. მსგავსი შეფასებების მიუხედავად, ქეთი ბერიძემ, სამწუხაროდ, პროექტი დატოვა. 

სოფო საჟინიანი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

სოფოს გამოსვლაც საუკეთესოდ შეაფასეს ჟიურის წევრებმა. როგორც სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, ორი სკამის ტურში მისი გამოსვლა იყო დანარჩენ ორ გამოსვლაზე ბევრად უკეთესი და უთხრა, რომ იგი საგრძნობლად გაზრდილია, როგორც შემსრულებელი. ხოლო ლელა წურწუმიამ, სოფო ნიჟარაძეს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ 2015 წლის X ფაქტორიდან ეს კონკურსანტი გაუშვა და ახლა მას აქვს შესაძლებლობა იმუშაოს სოფოსთან.

მაგდა ვასაძე

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

მაგდა ვასაძემ, როგორც აღმოჩნდა, ჟიურის წევრები სკამებზე "დააჭედა". მის შესრულებას ერთხმად მოჰყვა საუკეთესო შეფასებები და მენტორმა, ლელა წურწუმიამ მაყურებელს მიმართა, რომ მას ჰყავს მაგდა ვასაძე! როგორც სტეფანემ აღნიშნა, მაგდა იმაზე მეტ ძალებს ფლობს, ვიდრე კონკურსს სჭირდება, რომ იგი უკვე არის უნიკალური შემსრულებელი, უნიკალური ხმითა და ყურით და აქვე აღნიშნა, რომ ფიქრობს, რომ მისი შესაფასებელი სულაც არ არის. 

ნიკა ლაზარიაშვილი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

რაც შეეხება ბიჭების კატეგორიას, ნიკა ლაზარიაშვილი პირველი აღმოჩნდა, რომელიც ჟიურის წევრებმა საუკეთესო კონკურსანტად შეაფასეს. 

მერაბ ამზოევი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

მერაბ ამზოევის გამოსვლასაც, ბუნებრივია, საუკეთესო შეფასებების გარეშე არ ჩაუვლია. გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მერაბის ყოველ გამოსვლაზე, იგი თავს უდაბნოში გრძნობს, რომელსაც მთლიანად მისი ვოკალი იპყრობს. 

სანდრო კურცხალიძე

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

სანდრო კურცხალიძე ის კონკურსანტი აღმოჩნდა, რომლის პროექტში დარჩენაზე მის მენტორს არცერთი წამით არ უყოყმანია. მისი შესრულება, ვოკალური მონაცემები და მანერა, იდეალურად შეფასდა ყველა ჟიურის წევრის მიერ. 

თორნიკე ანდრიაძე და პულსი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

ჯგუფების კატეგორიაში გამორჩეულად დადებითად თორნიკე ანდრიაძესა და პულსის გამოსვლა შეფასდა. გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ თორნიკეს გამოსვლა იმდენად მასშტაბური იყო, რომ აუდიტორიამაც კი ვერ დაიტია. ამის მიუხედავად, თორნიკემ პროქეტი დატოვა. 

ოთო ღურწკაია და ბლუზ ფაქტორი

ორი სკამის ტური და კონკურსანტები, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს

ოთო ღურწკაიასა და ბლუზ ფაქტორის შესრულებამ ჟიური ფეხზე დააყენა. მისმა მენტორმა, სტეფანემ აღნიშნა, რომ ოთო გამარჯვების კანდიდატია და იგი ამაყობს, რომ ოთო მის კატეგორიაშია.