10 საშინელი რეკლამა მე-20 საუკუნიდან, რომელიც გვიჩვენებს რამდენად შორს იყვნენ ადამიანები პროგრესისგან
- 24.05.2017
მე-20 საუკუნეში ძირითადი ბრენდების რეკლამები და სლოგანები სექსისტური და დისკრიმინაციული იყო. ზოგიერთ რეკლამაში დედებს მოუწოდებდნენ რომ ჩვილი ბავშვებისთვის რძეში სოდა ჩაეყარათ, თამბაქოს სასარგებლოდ წარმოაჩენდნენ, ქალს ადამიანად, რომელსაც მხოლოდ სახლის საქმეები უნდა გაეკეთებინა.
გთავაზობთ ძველი პერიოდის 10 რეკლამას:
1. 1920 წლის პალმოლივის რეკლამა გვეუბნება, რომ ქალისთვის გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტი.
2. 1940 წელს, „ქემელის“ რეკლამაში ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ თამბაქო ადამიანისთვის კარგია. „ექიმების უმეტესობა ეწევა „ქემელს“ და არა სხვა რომელიმე ბრენდს“. ნათქვამია სარეკლამო ტექსტში.
3. ხილის დესერტის რეკლამაში 1920 წელს ნაჩვენები იყო როგორ ემსახურება პატარა შავკანიანი ბიჭი თეთრკანიან ქალს.
4. კელოგის რეკლამა, 1930 წელი - რეკლამა აჩვენებდა, რომ ქალებს სახლის საქმეები უნდა შეესრულებინათ. „რაც უფრო ბევრს ალაგებს ქალი, მით უფრო მომხიბვლელად გამოიყურება ის“, - ასეთი იყო რეკლამის სლოგანი.
5. 7-up-ის რეკლამა, 1950 წელი დედებისთვის ერთგვარი წამახალისებელი იყო, რომ შვილებისთვის ეს მავნე სასმელი მიეცათ.
6. 1950 წელს „მალბორო“ იყენებდა ბავშვებს თამბაქოს რეკლამაში - „მამიკო, შენ ყოველთვის იღებ საუკეთესოს ყველაფრისგან“, “დედიკო, მაბრაზებ, უმჯობესია მოუკიდო მალბოროს“.
7. „ჰუვერი“ 1960 წელს ქალებს ბედნიერებისთვის საჩუქარს, მტვერსასრუტს სთავაზობდა. „ის იქნება ბედნიერი ჰუვერთან ერთად“, - გვეუბნება რეკლამა.
8. Baby Soft-ის 1970 წლის რეკლამა. კომპანიას სულ არ ადარდებდა ბავშვების სექსუალიზება. “უმანკოება უფრო სექსუალურია, ვიდრე ფიქრობთ“, - იყო რეკლამის სლოგანი.
9. Old Gold უშვებდა სიგარეტს ქალისთვის და მისი რეკლამა კი ამ ფორმის იყო:
10. NK Fairbank Co შავკანიან ბავშვებს ჭუჭყიანებად წარმოაჩენდა - რატომ არ დაგბანა დედამ ჯანოსნური საპნით? - ეკითხება შავკანიან ბიჭს თეთრკანიანი გოგონა.
თემები: ტრენდი, რეკლამა, პიარი
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>