როგორ უნდა ჩაიცვათ მინიმალისტური სამოსი ისე, რომ თქვენი ვიზუალი მოსაწყენი არ იყოს
- 25.05.2017
სადა და მინიმალისტური სტილი ზოგჯერ შეიძლება მოსაწყენად აღიქმებოდეს და ეს მართალიცაა.
თუმცა თუ სტილს ჭკვიანურად შეარჩევთ, თქვენი ვიზუალი მოსაწყენი არ იქნება და არც საყვარელ სისადავეზე მოგიწევთ უარის თქმა.
1. შეავსეთ გარდერობი საჭირო და ძირითადი სამოსით - ეს პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ თქვენი მოსაწყენი ვიზუალი ოდნავ გაახალისოთ.
2. შეგიძლიათ ჩაიცვათ არაპროპორციული სამოსი - ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, მაგრამ ნამდვილად ღირს მისიჩატარება, რადგანაც ამით მოსაწყენ გარეგნობას დაივიწყებთ.
3. შეიძინეთ ისეთი სამოსი, რომელსაც თვლიდით, რომ არასოდეს ჩაიცვამდით - მინიმალისტური სტილი თუ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს გარდერობში არის მხოლოდ ის სამოსი, რომელსაც ნამდვილად იცვამთ და ყველა მათგანი თქვენს პირად სტილს უსვამს ხაზს. რეკომენდებულია, რომ გარდერობს დაამატოთ სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, რომლებსაც თვლით, რომ არასოდეს გამოიყენებდით.
4. აქსესუარები - არ თქვათ უარი აქსესუარებზე. ეს თქვენს ვიზუალს გაახალისებს.
5. ფეხსაცმელი - უპირატესობას ანიჭებთ ფეხსაცმელს, რომელზეც თავს კომფორტულად გრძნობთ და თქვენთვის ეს ერთგვარად განტვირთვის საშუალებაა. აუცილებელი არ არის უარი თქვათ ასეთ ფეხსაცმელზე, უბრალოდ, შეარჩიეთ დახვეწილი, გლამურული და ტრენდული სტილი. კარგი იქნება თუ არჩევანს ფერად, ან ტყავის ტექსტურის ფეხსაცმელზე შეაჩერებთ.
6. ატარებთ ნეიტრალურ ფერებს - კარიდან სწრაფად გასვლა გსურთ, ამიტომ ამჯობინებთ, რომ „უპრეტენზიო“ და ნეიტრალური ფერის სამოსი ჩაიცვათ. დროა ცოტა გახალისდეთ - შეგიძლიათ აირჩიოთ ღია ვარდისფერი, ან შინდისფერი, ღია მწვანე.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, ტანსაცმელი, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>