1. განიცადოთ ისეთი ვნებიანი გასაგიჟებელი კოცნა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ასოცირდება სიტყვასთან „ვნება“.
2. გყავდეთ საყვარელი, რომელმაც იმდენად ოსტატურად იცის სად და როგორ მოგკიდოთ ხელი, რომ მისი მოფერების მოლოდინი ნამდვილი სიგიჟე იყოს თქვენთვის.
3. იცოდეთ საკუთარი ოჯახის გვარის გენეალოგია, რათა დროულად აიცილოთ თავიდან მემკვიდროებითი დაავადებები.
4. იცოდეთ, როგორ გაუწით წინააღმდეგობა მეგობრებს ან უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გყავთ, და ამავე დროს შეინარჩუნოთ თავშეკავება.
5. განიცადოთ გრძნობა, როცა სხვისი შვილი ეძებს თქვენში მხარდაჭერას, თანაგრძნობას ან გთხოვთ რჩევას.
6. ადგილი, რომელსაც სრული უფლებით უწოდებთ „საკუთარს“, სადაც შეგიძლიათ განმარტოვდეთ და მშვიდად იფიქროთ.
7. გქონდეთ საუკეთესო კერძი.
8. გყავდეთ მეგობარი, რომელთანაც მუდმივად მხიარულად ხართ, რომელმაც იცის, როგორ გაგაცინოთ.
9. გყავდეთ მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ აგიხილოთ თვალი ბევრ რამეზე, და ამასთანავე არ განგსჯით.
10. იყიდოთ რაღაც ძალიან ძვირადღირებული უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ.
11. ნახოთ საშინელი სიზმარი.
12. გქონდეთ რაღაც სასიხარულო მოვლენა, რომელსაც სიხარულით მოყვებით ცხოვრების ბოლომდე.
13. გადადოთ საკმაოდ დიდი თანხა სიბერისთვის, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის გარდაუვალია.
14. განიცადოთ ემოციური შერყევა, რომელიც დატოვებს ნაიარევს სულის სიღრმეში, მაგრამ ძლიერად გამოაწრთობს თქვენს ხასიათს.
15. გქონდეთ კარგად მომჯდარი კოსტიუმი, რომელშიც შესანიშნავად გამოიყურებით და რომელიც შეიძლება ჩაიცვათ ნებისმიერ ადგილას.
16. ისწავლოთ მარტივად და სწრაფად გააკეთოთ ყოველდღიური რუტინული საქმეები დამოუკიდებლად.
17. შეიგნოთ, რომ თქვენი მშობლების შეცდომები მხოლოდ ახლა გახდნენ შეცდომები, და ის, რომ იმ დროს მათ ეს ეჩვენებოდათ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად.
18. გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების მომენტები, რომლებიც გავსებენ სიხარულით.
19. გააკეთოთ ყველაზე ღრმა გრძნობებისა და განცდების ჩანაწერები.
20. გყავდეთ მეგობარი, რომელიც მხარში ამოგიდგებათ და დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში.
21. გქონდეთ ნივთები (სამკაულები, სუვენირები), რომლებიც გულს აგიჩუყებთ და მოგაგონებთ მშვენიერ მოგონებებს.
22. გაიგოთ, პარტნიორთან ურთიერთობებში რა არის თქვენთვის მისაღები, და რა არ არის მისაღები.
23. გქონდეთ საიდუმლოებები, რომლებიც მომენტალურად იწვევენ თქვენში ღიმილს.
24. გყავდეთ უფროსი მეგობარი, რომელსაც მოგინდებათ მიბაძოთ.
25. შეიძინოთ რომელიღაც ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელიც გააძლიერებს გონებას და დაგეხმარებათ ცხოვრებაში.
26. იპოვნოთ სიმღერა ან მუსიკა, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვიოთ საკუთარ თავში.
27. ან ის, რომელსაც იმღერებთ მთელი ძალით.
28. გქონდეთ აუცილებელი საქმეების სია, რომელიც შეიძლება უკვე შესრულებული იყოს, და შეიძლება - ჯერ არც იყოს.
29. გქონდეთ მიზანი, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებშიც კი აგაყენებთ ლოგინიდან.
30. შეიგნოთ, რომ თქვენ ნამდვილი ქალი ხართ და მთლიანად აიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე.
31. მიაღწიოთ იმას, რასაც ვერავინ ვერანაირ ვითარებაში ვერ წაგართმევთ.
32. შეიძინოთ ფოტოალბომი, რომელშიც მხოლოდ ყველაზე ნანატრი მოგონებები იქნება.
33. დაკარგოთ ვინმე, ვინც ნამდვილად გიყვარდათ, ვინც სამუდამოდ დატოვებს კვალს თქვენს გულში.
34. შეგეძლოთ თქვათ „არა“ და ამავე დროს არავის არაფერი არ აუხსნათ.
35. მიიღოთ ადამიანი, რომელიც აისახება სარკეში, ისეთი როგორიც არის. გიყვარდეთ ყველა მისი ნაკლოვანება, რადგან ის იქნება თქვენთან კიდევ დიდი ხნის მანძილზე.
36. გქონდეთ ჰობი, რომელშიც შეძლებთ ჩაიძიროთ საათობით.
37. ისწავლოთ გქონდეთ მშვიდი დამოკიდებულება ჭაღარა თმის და სხეულის არასრულყოფილების მიმართ.
38. გყავდეთ მუდმივი სექსუალური პარტნიორი, რომელთანაც შეიძლება იყოთ „ველური კატა“.
39. გქონდეთ ფულადი უსაფრთხოების ბალიში, ცხოვრებაში ხომ სხვადასხვა სიტუაციები არსებობს.
40. შეიგნოთ, რომ 40 წელი - ეს სულაც არ არის ხანდაზმულობის ასაკი.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, 40 წელი
<a href="mirkrasoty.life">mirkrasoty.life</a>