1. ვერძი, ჟასმინი - ვერძი არის ისეთივე გამბედავი, როგორიც ჟასმინი, ვნებიანი და ენერგიით სავსე. ვერძის მსგავსად მას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ვერძები ყოველთვის ეძებენ პასუხებს პირად და მეტაფიზიკურ კითხვებზე. არ ეშინიათ რისკის. ის მოსიყვარულე, მამაცი, კეკლუცი და კონკურენტულია. არ აშინებს გამოწვევები და როგორც ჟასმინი არასოდეს არაა მოსაწყენი.
2. კურო, რაპუნცელი - კუროს უყვარს სილამაზე და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულ მხარეს. ისევე როგორც რაპუნცელი, კურო არის ძალიან კომუნიკაბელური. ისინი თავიანთ ნამდვილ გრძნობებს არ ამჟღავნებენ და ცოტა მეგობარი ჰყავთ ისეთი, რომელსაც ენდობიან. არის ძლიერი და ძალიან, ძალიან ჯიუტი. კურო ყოველთვის გამოესარჩლება ადამიანს, რომელიც უყვარს. აქვთ იუმორის კარგი გრძნობადა რომანტიკული გული.
3. ტყუპები, ტიანა - ნაზი, ცნობისმოყვარე, მოსიყვარულე, ცოდნას მოწყურებული ეს თქვენ ხართ, ტყუპები და ჰგავხართ ტიანას. გიყვართ ფიქრი, შრომისმოყვარე ხართ და იხიბლებით ისეთი რაღაცებით, რაც სხვებს არ მოსწონს. მაგალითად ბაყაყებით. გიყვართ ბევრი ლაპარაკი, ეძებთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. გაქვთ უშრეტი ენერგია.
4. კირჩხიბი, კონკია - მეოცნებე, ამოციური და ძალიან მგრძნობიარეები ხართ, ისეთივე როგორიც კონკიაა. პრინცის გამოჩენის იდეა თქვენს გონებას არასოდეს ტოვებს.
5. ლომი, მულანი - ლომი შეიძლება ერთი სიტყვით განვსაზღვროთ - სასტიკი, ისეთივე, როგორიცაა მულანი. თქვენ ხართ ჯიუტი, ვნებიანი და რაც მთავარია, წარმოუდგენლად ერთგული. ლიდერად ხართ დაბადებული. თქვენი პიროვნული ძალა არის ის, რის ხარჯზეც აღწევთ წარმატებას, როგორც სიყვარულში ასევე, ზოგადად, ცხოვრებაში.
6. ქალწული, ბელი - ქალწულები მზრუნველები, პრაქტიკული ადამიანები და შრომისმოყვარეები არიან - ისეთივე, როგორიცაა ბელი. შეგიძლიათ თავგანწირვა და ერთგულება. ხართ საოცრად კაცთმოყვარე, ოპტიმისტი და მუდამ ინარჩუნებთ რწმენას. ყოველთვის გამოხატავთ სხვების მიმართ გულწრფელ თანაგრძნობას.
7. სასწორი, ფიფქია - ჰარმონიულები და სიმშვიდის მოყვარულები ხართ და ჰგავხართ ფიფქიას. ხართ სამართლიანი და რომანტიული. გჯერათ, რომ ერთ დღესაც ნამდვილ ბედნიერებას იპოვნით. ხართ ნაზი და კეთილი. გიყვართ გარესამყარო.
8. მორიელი, მერიდა - მორიელს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ზოოდიაქოს ნიშნად განიხილავენ. მორიელი არი მამაცი, სტაბილური, ვნებიანი და ამოუწურავი რესურსის მქონე. მერიდას მსგავსად, თქვენ ხართ მტკიცე და გახსნილი. მორიელები კარგი მეგობრები არიან. ამასთანავე არიან ეჭვიანები.
9. მშვილდოსანი, არიელი - მშვილდოსანი არის მხიარული, ენთუზიაზმით სავსე და საოცრად ოპტიმისტი. გიყვართ ცვლილებები და თავისუფლება. ხართ ვნებიანი, მოუთმენელი და დაუღალავი. თუ რამის მიღება გსურთ უკან არ იხევთ.
10. თხის რქა, ელზა - თხის რქა პასუხისმგებლობით სავსეა და არის ძალიან მოწესრიგებული. შეუძლიათ თავის კონტროლი, არის დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე. ელსას მსგავსად მისთვის არაფერია ისეთი ღირებული, როგორც ოჯახი.
11. მერწყული, ანნა - პროგრესულები და ტრენდულები ხართ და ისევე, როგორც ანა, ხართ მგრძნობიარე, ენერგიული და ამავდროულად, ძალიან მორცხვი. თქვენი ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით.
12. თევზები, პოკაჰონტასი - ყველა თევზს სჭირდება ღრმა კავშირი სხვებთან და სამყაროსთან. ინტუიცია და სიბრძნე ეხმარება მიზნის მიღწევაში. მარტივად იძენს ახალ მეგობრებს. თევზები არიან ძალიან არტისტულები, რომანტიკულები, მზრუნველები, მგრძნობიარეები და ისინი გარშემო ყველას უყვართ.
თემები: მამაკაცები, ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>