LIFE

ქეთო ჩანთაძის შანსი ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში - ხმის მიცემა სრულდება

ქეთო ჩანთაძის შანსი ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში - ხმის მიცემა სრულდება

ქეთო ჩანთაძის შესახებ უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. სოციალურ ქსელში არ წყდება პოსტები, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ვიზაჟისტის, ქეთო ჩანთაძის მხარდასაჭერად მოგვიწოდებს. ქეთო მართლაც ძალიან ახლოს დგას მის ოცნებასთან, თუმცა, მომავალი ქართველი გრიმიორის ნამუშევრისთვის ხმის მიცემის დრო იწურება.

ქეთო ჰოლივუდის Cinema Makeup School-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს, რომელიც ოცი წელია ამზადებს პროფესიონალ გრიმიორებს. აღნიშნული სკოლა და მასში სწავლის შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველ ვიზაჟისტისთვის, ბრწყინვალე შანსია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლოს სასურველ პროფესიას.

როგორც ქეთო ჩანთაძე TREND.-თან საუბარში აცხადებს, იმ მიზეზით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კინო ჟანრობრივად ამ მიმართულებით განვითარებული და არ არსებობს სივრცე ან სკოლა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა არტისტებს შეისწავლონ პროფესია საფუძვლიანად, სურვილი აქვს, მას საზღვარგარეთ დაეუფლოს. 

ქეთო ჩანთაძის შანსი ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში - ხმის მიცემა სრულდება

ქეთო ჩანთაძე ოთხი წელია ვიზაჟისტია, თუმცა, ყოველთვის ჰქონდა სურვილი ესწავლა გრიმი. მისმა ნამუშევრებმა ჰოლივუდის Cinema Makeup School-ის სტუდენტების ჩარიცხვის დეპატამენტის უფროსის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქეთოს აღნიშნულ კონკურსში გამარჯვების დიდ შანსს და იმედს აძლევს. მან Cinema Makeup School-დან ძალიან კარგი შინაარსის წერილი მიიღო და ამჯერად მისი სკოლაში სწავლა არსწავლის ბედს ხმათა რაოდენობა წყვეტს. გარდა ხმათა რაოდენობებისა, სტუდენტთა შერჩევის პროცესში ჩართულია ჟიურიც, რომელიც სამი ოსკაროსანი გრიმიორისგან შედგება. ჟიურის გადაწყვეტილებას ემატება ხმათა რაოდენობა, რაც საბოლოოდ გამოავლენს გამარჯვებულს. 

ხმის მიცემა ქეთო ჩანთაძის მხარდამჭერებს დღეში რამდენჯერმე შეუძლიათ. კონკურსი ორ დღეში, პარასკევს ღამით სრულდება. ქართველი კონკურსანტი იმედოვნებს, რომ აიხდენს ოცნებას და კონკურსში გაიმარჯვებს, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს დიდ ეკრანზე ვიხილოთ მისი ნამუშევრები. 

ქეთო ჩანთაძის შანსი ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში - ხმის მიცემა სრულდება

TREND. ქეთო ჩანთაძეს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ რაც საფუძვლიანად შეისწავლის პროფესიას, სურვილი აქვს ამ მიმართულების ქართულ სკოლასაც ჩაუყაროს საფუძველი. მისი თქმით განათლების მიღება ნებისმიერ სფეროში აუცილებელია და ეს ყველას უნდა შეეძლოს. 

რაც შეეხება ხმის მიცემაც, დღეში რამდენჯერმე, ლინკზე შეგიძლიათ > იხ. ბმული.

იმისთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა სწორად შევძლოთ, გთავაზობთ ხმის მიცემის ვიდეო ინსტრუქციას: http://bit.ly/howtovotechanta

დაეხმარო ადამიანს აიხდინოს ოცნება, დაეუფლოს ახალს და მნიშვნელოვანს, ეს ხშირად ჩვენზე არ არის დამოკიდებული! თუმცა, ქეთოს შემთხვევა სხვაა, ჩვენ შეგვიძლია მოვირგოთ მნიშვნელოვანი როლი, როგორც ერთი ნიჭიერი ახალგაზრდის მომავლის, ასევე ქვეყნის ცნობადობის და წარმატების საკითხშიც. 

TREND. წარმატებას უსურვებს უნიჭიერეს ქეთო ჩანთაძეს! 



Trend.ge