13 ოქტომბერს ქალები ბიუსჰალტერებისგან თავისუფლდებიან და ტოვებენ მათ სახლებში. 2011 წლიდან ამ დღეს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის, ამ ინიციატივამ საქართველომდეც მოაღწია.
დღევანდელი დღე მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კერძოდ კი ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებებისა და სკრინინგის საჭიროებების შესახებ.
მთლიანად ოქტომბრის თვე, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და "ვარდისფერ ოქტომბრადაც" იწოდება. ამ თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა, რომლებიც ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც "ძუძუს ჯანმრთელობის" დღეს აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ შეუერთდეთ საერთაშორისო კამპანიას, სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშტაგი #nobraday. აღნიშნული კამპანია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევა დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა. მუდმივი შემოწმება და სკრინინგი საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ეს კამპანიაც და დღეც სწორედ ქალთა ინფორმირებას ემსახურება თვითშემოწმებისა და სკრინინგის პროცედურის შესახებ.
თემები: ბიუზჰალტერი, ქალები, ძუძუს კიბო, 13 ოქტომბერი