ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახები - წყვილები, რომელთა ურთიერთობამაც დროს გაუძლო
- 29.05.2017
ცნობილ ადამიანებში მყარი ქორწინება იშვიათია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც უმკლავდებიან სირთულეებს, ზრდიან შვილებს და რომელთა ურთიერთობაც უკვე ბევრ წელს ითვლის.
1. ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი - წყვილი 51 წელია ერთადაადა მათი ურთიერთობა ძალიან მყარია. მეგობრები ეთაყვანებიან წყვილს. „ისინი ამდენი წელია ერთად არიან და საოცარია, კვლავ გიჟდებიან ერთმანეთზე“, - ამბობს წყვილის ერთ-ერთი მეგობარი.
2. კით რიჩარდსი და პანი ჰანსენი - წყვილი 37 წელია ერთად ცხოვრობს. მათ ერთად ბევრი სირთულე გადალახეს და ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. „კითმა გადამარჩინა. მისმა სიყვარულმა პოზიტიური ენერგიით ამავსო, იმედი მომცა და დეპრესიისგან მიხსნა“, - ამბობს ჰანსონი.
3. მაიკლ კეინი და შაკირა ბაკში - წყვილი 43 წელია ერთადაა. მაიკლმა შაკირა ბაკში პირველად სატელევიზიო რეკლამაში ნახა. ის იხსენებს, რომ გაოცებული იყო მისი სილამაზით, რამაც გადააწყვეტინა რომ დაყოვნებლივ ეპოვა გოგონა.
4. ოზი ოზბორნი და შერონ ოზბორნი - როდესაც ოზი ბენდიდან გაუშვეს, შერონმა მისი კარიერა სახუთარ თავზე აიღო და ამის შემდეგ დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა. სამი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ახლა სამი შვილი ჰყავთ. მიუხედავად ბევრი სირთულისა,ოზი და შერონი კვლავ ერთად არიან უკვე 37 წელია.
5. სემუელ ელ ჯექსონი და ლეტანია რიჩარდსონი - წყვილი 36 წელია ერთადაა და უერთმანეთოდ გაძლება უჭირთ.
6. სტინგი და ტრუდი სტაილერი - ერთმანეთს 1982 წელს შეხვდნენ და მას შემდეგ განუყოფლები არიან. „ცხოვრება ხდება შეუდარებელი როდესაც გყავს ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ“, -ამბობს სტინგი. წყვილი 34 წელია ერთადაა.
7. ჯემი ლი ქერტისი და კრისტოფერ გესტი - როდესაც ქერტისმა ჟურნალის გარეკანზე კრისტოფერის ფოტო ნახა, მან უთხრა მეგობარს - „მე ამ ბიჭზე დავქორწინდები“. მალე წყვილი ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. წყვილი 32 წელია ერთადაა.
8. ჰიუ ლორი და ჯო გრინი - 27 წელია ერთად არიან. ცდილობენ ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ.
9. სინდი კროუფორდი და რანდე გერბერი - 21 წელი ერთად. ერთმანეთს 1995 წლიდან ხვდებიან. სინდიმ თავად შესთავაზა დაქორწინება გერბერს. წყვილი 18 წელია ქორწინებაშია და ორი შვილი ჰყავთ. „ეს ჩემი პირველი რომანტიკული ურთიერთობა იყო, რომელიც მეგობრობით დაიწყო. მეგობრობა მყარი ქორწინების ძლიერი საფუძველია“, - ამბობს სინდი კროუფორდი.
10. სარა მიშელ გელარი და ფრედი პრინც უმცროსი - 19 წელია ერთად არიან. წყვილი ცდილობს მუდამ ერთად იყოს. ისინი საჯაროდ იშვიათად ჩნდებიან. „სწორედ ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა“, - ამბობს ფრედი.
11. ბენ სტილერი და კრისტინ ტეილორი - 17 წელია ერთად ცხოვრობენ. ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს და მალევე მიხვდნენ, რომ ეს ბედი იყო. ჰყავთ 2 შვილი.
12. ბიონსე და ჯეი ზი - ერთმანეთს 2002 წელს შეხვდნენ და თავიანთ ურთიერთობას საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში უმალავდნენ. ისინი ცდილობენ პირადი ცხოვრების დეტალები არასოდეს გამოამზეურონ რაც, ალბათ, მყარი ოჯახური ცხოვრების მიზეზია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, ბლუ აივი და მალე ტყუპებსაც ელოდებიან. ბიონსე და ჯეიზი უკვე 14 წელია ერთად არიან.
13. რობერტ დაუნი უმცროსი და სიუზან ლევინი - ისინი 13 წელია ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. „ორი კვირა ჩემი ცოლის გარეშე? არა, ეს ძალიან დიდი დროა“, - ამბობს რობერტი.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, ოჯახი, წყვილი, ჰოლივუდი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>