არსებობს ერთი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ყველა ცდილობს - რა სურთ ქალებს სინამდვილეში? ამ მარადიულ კითხვაზე პასუხი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 პასუხს:
1. სპონტანურობა - ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი შაბათ-კვირა ახალ ქვეყანაში უნდა გაატაროთ, არც იმას, რომ ღამით სერენადები უმღეროთ. სპონტანურობა მარტივ ქმედებებში გამოხატეთ - სთხოვეთ იცეკვოს თქვენთან ერთად სეირნობის დროს, ან მისწერეთ წერილი ისეთი რომანტიკული ტექსტით, როგორსაც არ ელოდება.
2. უფრო მეტი ჟინი - როდესაც ქალი გეუბნებათ - „არა“, ეს არ ნიშნავს უარს. ეს ნიშნავს ან „დიახ“, ან „იქნებ, შესაძლოა“. ხშირად ქალებმა თავადაც არ იციან რა სურთ. რაც ნამდვილად სურთ არის ის, რომ მამაკაცმა გამოავლინოს ჟინი და ათქმევინოს მას მყარად „დიახ, თანახმა ვარ“. მათ სურთ, რომ მამაკაცი ერთი თხოვნით არ შემოიფარგლოს.
3. ინსპირაცია - ნებისმიერი ქალი მზადაა გახდეს ერთგული გულშემატკივარი და მხარდამჭერი მისი საყვარელი ადამიანის. თუმცა ის აბსოლუტურად მსგავს დამოკიდებულებას ელოდება მამაკაცისგანაც. როცა რამეს აკეთებს, აუცილებელია რომ აჩვენოთ მას ამ საქმისადმი თქვენი გულწრფელი ინტერესი. ოცნებობს მსახიობობაზე? იწყებს საკუთარ ბიზნესს? მისი წარმატების შანსი გაორმაგდება თუ გაუმეორებთ მხოლოდ ერთ ფრაზას - „მე მჯერა შენი“.
4. შინაარსით დატვირთული ნივთები - თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ქალებს მხოლოდ ბრილიანტები, ძვირფასი სამკაულები და მოგზაურობა სურთ, ცდებით. მცირედმა, მაგრამ შინაარსით დატვირთულმა საჩუქარმა შეიძლება მას გული აუჩქაროს. უბრალოდ მოუსმინეთ რას გეუბნებათ. ამით გაიგებთ რა მოსწონს, რა უყვარს. შეიძლება ეს იყოს ოთახის იები, ან სათამაშო პიანინო, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა, შეიძლება გიჟდება წიგნებზე და რომელიმე მწერალი განსაკუთრებით უყვარს. ახლა იცით რაც უნდა გააკეთოთ.
5. იუმორის გრძნობა - ტყულია, რომ გოგონებს სერიოზული ბიჭები მოსწონთ. მათ უყვართ ბიჭები იუმორის გრძნობით, მოსწონთ ბიჭები, რომლებიც აცინებენ. იხუმრეთ ხშირად, მაგრამ გახსოვდეთ, არის რაღაცები რაზე ხუმრობაც არ შეიძლება. მაგალითად ნუ იხუმრებთ მის კაბაზე, ვარცხნილობაზე, ან ოჯახზე.
6. ყურადღება და მზრუნველობა - არ არის აუცილებელი დღეში ასჯერ დაურეკოთ და მილიონი sms მისწეროთ. მარტივი და გულწრფელი კითხვებით მიახვედრებთ მას რომ ნამდვილათ გაღელვებთ და ზრუნავთ. ნუ დაგავიწყდებათ ჰკითხოთ, როგორი დღე ჰქონდა, თავს როგორ გრძნობს, რა უნდა, რაზე ფიქრობს. ქალებს ასეთი კითხვები ჰაერივით სჭირდებათ.
7. პოზიტივი - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა წყვილიდან კაცი, ან ქალი, პოზიტიურად ფიქრობს, მისი საყვარელი ადამიანიც მალე პოზიტიური ფიქრებით იქნება სავსე. გადამდები პოზიტიური განწყობა საუკეთესო საჩუქარია ქალისთვის საყვარელი მამაკაცისგან. უბრალოდ გაიღიმეთ უფრო ხშირად, გამოხატეთ ემოციები.
8. მხარდაჭერა - რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს რთული დღეები, როცა გვინდა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თავი ბალიშში ჩავრგოთ და ვიტიროთ. ქალები უფრო ემოციური ნატურები არიან, მელანქოლიურები და უფრო დეპრესიულები, ვიდრე კაცები. ამიტომაც მათ სურთ გვერდით ჰყავდეთ ვინმე, ვინცრთულ მომენტში მხარზე ტირილის საშუალებას მისცემთ და ეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
9. პატიოსნება - არც კი ღირს აღნიშვნა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის გვერდით პატიოსანი ადამიანი ჰყავდეს. თუ გსურთ, რომ დრო გაატაროთ არა თქვენს საყვარელ ქალთან, არამედ მეგობრებთან ერთად, უთხარით მას. ნუ დაიწყებთ სულელური საბაბების მოძებნას. ყველა ქალმა იცის როდის ეუბნებიან მას სიმართლეს და როდის ტყუილს.
10. პატივისცემა - თუ თქვენ ქალებს კაცობრიობის სუსტ ნაწილად მიიჩნევთ, თქვენ არაფერი გცოდნიათ მათ შესახებ. ქალებს აქვთ გრანდიოზული იდეები და მათი განხორციელების უნარი. მათ შეუძლიათ კაცი ბედნიერად აქციონ. ქალებმა იციან საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და აქვთ მოლოდინი, რომ თქვენც აფასებთ ამას.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია