ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, დარწმუნებული იყოთ, რომ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება.
როგორი ქალი იქნებოდა თქვენთვის სასურველი ცოლი? - გაეცანით კაცების პასუხებს, რომელსაც thoughtcatalog.com აქვეყნებს.
1. ქალი, რომელსაც შევუთანხმდები საკითხებზე ბრძოლისა და ჩხუბის გარეშე.
2. ქალი, რომელიც გამიგებს, არის სუფთა, ფხიზელი, ჭკვიანი და კეთილი.
3. ქალი, რომელიც არ არის ნერვიული, არ არის მატყუარა.
4. ქალი, რომელსაც ნამდვილად ვუყვარვარ.
5. ქალი, რომელსაც უყვარს ის, რასაც აკეთებს, ზრუნავს საკუთარ თავზე და ასევე ზრუნავს ჩემზე და ბევრს იღიმის.
6. ქალი, რომელიც იზიარებს ჩემს ღირებულებებს.
7. ქალი, რომელსაც შეუძლია ჩემი საუკეთესო მეგობარი იყოს.
8. ჭეშმარიტად გულწრფელი ქალი.
9. ქალი, რომელიც იღებს კარგ გადაწყვეტილებებს და არის პატიოსანი.
10. ქალი, რომელსაც შეუძლია აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა.
11. ქალი, რომელიც ყველა მოვლენას არ იღებს ძალიან სერიოზულად.
12. ქალი, რომელსაც ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.
13. ქალი, რომელიც აფასებს ჩემს მოსაზრებებს.
14. ქალი, რომელსაც შეუძლია გამაცინოს.
15. ქალი, რომელსაც შემიძლია ბოლომდე ვენდო.
16. ქალი, რომელსაც არ აქვს ღალატის გამოცდილება.
17. ქალი რომელიც არ არის დრამატული.
18. ქალი, რომელსაც აქვს პრინციპული ხასიათი.
19. ქალი, რომელიც არის პატიოსანი და პატივსაცემი.
20. ქალი, რომელსაც ნამდვილად სურს ჩემთან ყოფნა.
21. ქალი, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეფასება.
22. ქალი, რომელიც ნამდვილად მზრუნველი და ჭკვიანია.
23. ქალი, რომელიც არის ინტელექტუალი, გამოცდილი და გვაქვს საერთო ინტერესები.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://thoughtcatalog.com">http://thoughtcatalog.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია