13 ვარსკვლავი, რომლებიც მოკრძალებით ცხოვრობენ და საკუთარი თავისთვის ბევრ ფულს არ ხარჯავენ
- 01.06.2017
საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავები მხოლოდ მდიდრულ რესტორნებში მიირთმევენ, ჰყავთ ექსკლუზიური მანქანები და აცვიათ ძვირადღირებული სამოსი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებიც მიუხედავად სიმდიდრისა ცდილობენ, მოკრძალებულად იცხოვრონ.
1. ჯენიფერ ლოურენსი - მსახიობი Volkswagen Eos ატარებს. საყიდლებზე მხოლოდ ფასდაკლებების დროს დადის და იყენებს ფასდაკლების ბარათებს. Louisville მსახიობის მშობლიური ქალაქია, სადაც კარდიოლოგიური კლინიკა ჯენიფერის სახელს ატარებს. ამ კლინიკისთვის მსახიობმა 2 მილიონი დოლარი გადარიცხა.
2. კიანუ რივზი - ჰოლივუდის ვარსკვლავს ურჩევნია იცხოვროს სასტუმროში, ან დაქირავებულ ბინაში. მას არ ჰყავს დაცვა და არც მოსამსახურეების „არმია“. ის გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მსახიობმა ფილმ „მატრიცაში“ მიღებული შემოსავალის 90 %, რაც დაახლოებით 80 მილიონი დოლარია, „ბექსთეიჯში“ მომუშავე ადამიანებს გაუნაწილა.
3. სარა ჯესიკა პარკერი - მსახიობი ძალიან უფრთხილდება ფულს და ცდილობს, რომ შვილებსაც ასწავლოს ფულის ყადრი. სარა საკუთარი ხელით შეკერილი სამოსით დადის და მხოლოდ ფეხსაცმელებს ყიდულობს. ასევე უყვარს მეორადი სამოსის ყიდვა. მან „ქერი ბრედშოუს“ ფეხსაცმელი აუქციონზე გაყიდა და ფული მუსიკისა და ხელოვნების სკოლას გადაურიცხა.
4. ქეით მიდლტონი - კემბრიჯის ჰერცოგინია ხშირად ატარებს ერთსა და იმავე სამოსს და უყვარს იაფი ბრენდები. სამოსი, რომელიც მას ამ ორივე ფოტოზე აცვია ჯამში 45 დოლარად აქვს შეძენილი. ქეითი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. ის ეხმარება ფსიქოლოგიურო პრობლემების მქონე ბავშვებს, ომის ვეტერანებს, უსახლკაროებს და სხვებს.
5. კრისტიან ბეილი - ის თავის ოჯახთან ერთად ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს და არ აქვს ტელეფონი, არც დაცვა ჰყავს. „სიმდიდრე ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემს სახლში ქურდი რომ შეიჭრას, ატირდება“, - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. კრისტიანი მთელ თავის ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
6. ლეონარდო დიკაპრიო - ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი Toyota Prius-ით დადის და მიუხედავად სიმდიდრისა, არც პერსონალური თვითმფრინავითგადაადგილდება. 1998 წელს მსახიობმა საქველმოქმედო ფონდი დააარსა, სადაც 15 მილიონი დოლარი გადარიცხა 30 სხვადასხვა საქველმოქმედო საქმისთვის. მისი ფულის ყველაზე დიდი ნაწილი ბუნების გადარჩენას ხმარდება.
7. ჯენიფერ გარნერი - ჯენიფერს ზოგჯერ უჭირს ბალანსის დაცვა ჰოლივუდის ვარსკვლავსა და დიასახლისს შორის. ის ხშირად დადის მაღაზიაში საჭმლის საყიდლად. მსახიობი ჩართულია ასევე ბავშვთა განათლებისა და უფლებების დაცვის ფონდის საქმიანობაში უკვე 10 წელია.
8. კირა ნაითლი - მსახიობი თავის თავს ყოველთვიურად დასახარჯი ფულის რაოდენობის თვალსაზრისით, ლიმიტს უწესებს. „მდიდრული ცხოვრება გაშორებს რეალობასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვანაირად ცხოვრობენ“, - ამბობს კირა, ამიტომაც ამჯობინებს, რომ მოკრძალებულად იცხოვროს.
9. რასელ ქროუ - ოსკაროსან მსახიობს შეეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყვიტა, საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასულიყო, იყიდა რანჩო, ძველი ჯიპი და ამით ძალიან ბედნიერია. რასელი რეგულარულად ურიცხავს თანხებს სხვადასხვა ორგანიზაციებს. მათ შორის, მონრეალის ებრაულ სკოლას, რომელიც 2004 წელს ტერორისტების თავდასხმის ობიექტი იყო.
10. ჰეიდენ კრისტენსენი - მან ფერმერობა გადაწყვიტა. ხნავს მიწას, ჰყავს ტრაქტორი, ის ასევე ზრუნავს გარემოზე. მისი ფერმა იყენებს მზის ენერგიას.
11. რიზ უიზერსპუნი - მსახიობი ძალიან ფრთხილად ხარჯავს ფულს. ის თვლის, რომ ფუფუნებაში ცხოვრება არ არის გამართლებული და ცდილობს, რომ ეს შვილებსაც ასწავლოს. რიზმა და მეთიუ მაკკორნაკმა ორგანიზება გაუწიეს საქველმოქმედო კონცერტს და საქველმოქმედო ფონდებისთვის 100 000 მილიონი დოლარი შეაგროვეს.
12. ჯესიკა ალბა - როცა ჯესიკას უფროს გოგონას ტანსაცმელი უპატარავდება, ის არ აგდებს ამ ტანსაცმელს. ამ სამოსს მისი უმცროსი შვილი იცვამს. „ფორბსის“ მიხედვით, ალბა ამერიკის იმ 100 ყველაზე მდიდარ ქალს შორისაა , რომლებმაც თავიანთი სიმდიდრე თავად შექმნეს. ჯესიკა დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და ყიდულობს იაფფასიან ტანსაცმელს.
13. კვენტინ ტარანტინო - ტარანტინო სრულიად ინდიფერენტულია მანქანების მიმართ. ის ამ წითელი მანქანით გადაადგილდება, მაგრამ ამბობს, რომ მისი თავიდან მოშორება სურს, რადგანაც მეტრო გადაადგილების უკეთესი საშუალებაა.
თემები: მსახიობები, ჰოლივუდის ფილმები, ვარსკვლავები, ქველმოქმედება
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>