სტილი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ნიუ იორკის მოდის აკადემიამ,ჩაატარა კვლევა და გამოაქვეყნა იმ ნივთების სია, რომლებსაც მამაკაცები მიმზიდველად მიიჩნევენ. კარგი ისაა, რომ, სავარაუდოდ, ამ ნივთების უმრავლესობა უკვე შენს კარადაშია!

1. პატარა შავი კაბა

მიმზიდველი ქალის გარდერობი

პატარა შავი კაბა აუცილებლად უნდა ეკიდოს შენს კარადაში. მისი ჩაცმა შეიძლება როგორც გამოსასვლელად, ასევე ყოველდღიურად.

2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ყველა ქალს სჭირდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ის აგრძელებს სხეულს, აუმჯობესებს სიარულის მანერას და ქმნის მაღალი და წვრილი ფეხების ოპტიკურ ილუზიას.

3. რაიმე წითელი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ქალის სექსუალურობას რამდენიმე ფერი უსვამს ხაზს, წითელი კი ყველაზე ცნობილი და კარგი ფერია ამისთვის. თუნდაც მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი უფრო სექსუალურს გაგხდის.

4. შიშველი მხრები

მიმზიდველი ქალის გარდერობი

არაფერი არ არის შიშველ მხრებზე უფრო მიმზიდველი. მხრებზე ჩამოგდებული კაბები და მაისურები ძალიან ქალურია. სექსუალურია ცოტაოდენი შიშველი სხეულის გამოჩენა, მაგრამ არა ზედმეტის!

5. ტანზე მომჯდარი კაბა

მიმზიდველი ქალის გარდერობი

დიდი განსხვავებაა სექსუალურობასა და ვულგარულობას შორის. არ არის საჭირო ტანზე მომჯდარ კაბას ჰქონდეს დიდი დეკოლტე ან იყოს მოკლე. დამიჯერე, შენ ისედაც ყურადღების ცენტრში იქნები.

6. ტყავის ქურთუკი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ნივთი არასდროს გადის მოდიდან და განიჭებს მეამბოხის შეხედულებას.

7. მაქმანის ელემენტები

მიმზიდველი ქალის გარდერობი

რთულია, იპოვო ისეთი ნაზი, ქალური და მრავალფეროვანი ქსოვილი, როგორიცაა მაქმანი. ის შეიძლება იყოს ნაზი, სექსუალური ან კონსერვატიული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაიცვამ მას. მაისურზე სულ პატარა მაქმანის დეტალიც კი შეცვლის შენს იმიჯს.

8. ზურგამოღებული ტანსაცმელი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ტრენდულია, სექსუალურია, აუცილებელია! ზურგამოღებული ტანისამოსი საუკეთესო საშუალებაა, გამოიყურებოდე სექსუალურად და ამავდროულად კლასიკურად.

9. ლურჯი ჯინსი და თეთრი ბრეტელებიანი მაისური

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ხანდახან ყველაზე მარტივი - ყველაზე კარგია! ყოველთვის მშვენიერი იქნები უბრალო ჯინსსა და თეთრ ბრეტელებიან მაისურში, ეს ორი ნივთი ნამდვილად ყველას კარადაშია!

10. სპორტული ტანსაცმელი

მიმზიდველი ქალის გარდერობი

ქალები არცთუ ისე მიმზიდველად გრძნობენ თავს გაოფლილები, სპორტულ ტანსაცმელში ვარჯიშის დროს. მამაკაცებს კი პირიქით, ძალიან სექსუალურად ეჩვენებათ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი მანდილოსანი.

ბონუსი: წარმოსადეგობა და ხასიათი ყველაფერია!

ხალხი ამჩნევს იმას, თუ როგორ გრძნობ თავს! თუ შენ თავდაჯერებული ხარ და მიმზიდველად გრძნობ თავს, არა აქვს მნიშვნელობა, რა გეცმევა. შენს განწყობას გარშემომყოფები ყოველთვის შეამჩნევენ!