LIFE

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

1. სურდა ბალერინა გამხდარიყო - ის იყო ნიჭიერი სპორტსმენი. იყო მოცურავე, მყვინთავი და შეისწავლა ბალეტიც, მაგრამ ის ძალიან მაღალი იყო საიმისოდ, რომ პროფესიონალი ბალერინა გამხდარიყო.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

2. დაიანა იყო საბავშვო ბაღის მასწავლებელი - სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიანამ დაიწყო მუშაობა ბავშვებთან საბავშვო ბაღში. ის იყო სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ნიშნობამდე მუშაობდა.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

3. მისი და ხვდებოდა პრინც ჩარლზს - დაიანა პირველად ჩარლზს 1977 წელს შეხვდა. ამ დროს ჩარლზი უკვე ხვდებოდა მის უფროს დას, სარას. თუმცა მალე პრინცი დაიანათი დაინტერესდა.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

4. მისი ნიშნობის ბეჭედი არ აკმაყოფილებდა სამეფო სასახლის მოთხოვნებს - დაიანას საფირონის ნიშნობის ბეჭედს ახლა ქეით მიდლტონი ატარებს. ის ახლა ულამაზეს სამკაულად ითვლება, თუმცა მაშინ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ბეჭდად მიიჩნეოდა.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

5. საქორწინო კაბა - მის საქორწინო კაბას ყველაზე გრძელი შლეიფი ჰქონდა სამეფო ქორწილების ისტორიაში. კაბა 115 000 დოლარი ღირდა.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

6. მან დაარღვია სამეფო ტრადიცია ფიცის დადების დროს - დაიანა იყო პირველი პატარძალი, რომელმაც არ დაიფიცა რომ ქმრის მორჩილი იქნებოდა. 2011 წელს ქეითმა და უილიამმაც მათი წინამორბედების მსგავსი ფიცი დადეს.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

7. განქორწინების შემდეგ მან დაკარგა სამეფო წოდება - ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დაიანამ დაკარგა სამეფო ტიტული. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ელიზაბეტ მეორე ცდილობდა დაიანასთვის ტიტული შეენარჩუნებინა, ჩარლზი ამის წინააღმდეგი იყო. მას მისცეს ახალი ტიტული - დაიანა, უელსის პრინცესა.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

8. დაიანა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - პარიზში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, ოპერაციის დაწყებამდე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პრინცესას მასობრივი შიდა დაზიანებები ჰქონდა. ის გარდაცვლილად ავარიიდან ორი საათის შემდეგ გამოაცხადეს.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

9. პრინცესას დაკრძალვას 2,5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს - პრინცესას დაკრძალვა თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ცერემონია, რომელსაც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებოდნენ, მაგრამ საზოგადოების მხრიდან უდიდესი მწუხარებისა და სიყვარულის გამოხატვის შემდეგ, დედოფალი ელიზაბეტი დათანხმდა, რომ დაკრძალვა საჯარო ყოფილიყო. დაკრძალვა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტელევიზიებით გადაიცემოდა და 2,5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.

9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან
9 საინტერესო ფაქტი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან



<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>