22 რამ, რისი კეთებაც ქალმა 30 წლის ასაკში უნდა შეწყვიტოს - თუ სურს რომ 31 წელს ბედნიერად შეხვდეს
- 03.06.2017
1. დარდი იმაზე, რომ დასახულ მიზნებს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეთ.
2. ორგაზმის იმიტაცია - ამისთვის უკვე ძალიან ასაკოვანი ხართ.
3. ბოდიშის მოხდა მარტივი შცდომებისთვის რაც სინამდვილეში თქვენი ბრალი სულაც არ არის.
4. სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება და ზრუნვა იმ ადამიანზე, რომელიც იგივეს უკან არ გიბრუნებთ.
5. ძალიან დიდხანს მზეზე ყოფნა და რუჯის მიღება - ამ ასაკში მზის სხივები დიდი რაოდენობით სახიფათოა თქვენი კანისთვის.
6. შიში უარის თქმის დროს - ეს ის ასაკია როცა გამბედავები უნდა იყოთ და თამამად უნდა თქვათ - „არა“.
7. არ გაბედოთ ყველაფერზე დათანხმება და თქმა - „დიახ“.
8. დარდი იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები.
9. არაჯანსაღი კვება - დროა, ისწავლოთ სწორად და ჯანსაღად კვება. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი საკვები ამავდროულად ძალიან გემრიელია.
10. პაემანი ისეთ ადამიანთან, რომელთანაც წინასწარვე იცით, რომ არაფერი გამოვა - გაუფრთხილდით დროს.
11. ნუ შეიზიზღებთ ნაოჭებსა და ჭაღარა თმას - დროა,შეეგუოთ, რომ თქვენ ბრძენი და მოწიფული ქალი ხართ.
12. შეწყვიტეთ საკუთარი სხეულის სიძულვილი - ყველა არაა სრულყოფილი. ამიტომ დროა, შეიყვაროთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც გაქვთ.
13. შეწყვიტეთ დარდი - ყველას აქვს ცხოვრებაში რთული დღები, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ უფრო ხშირად უნდა გაიღიმოთ.
14. ნუ იქნებით ძალიან თავმყვარე და ძალიან კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ.
15. შეწყვიტეთ საკუთარი ინსტინქტების უგულებელყოფა.
16. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს - რას ფიქრობენ ისინი თქვენი ცხოვრების სტილზე, თქვენს იმიჯსა თუ გარეგნობაზე - ადამიანებს უყვართ რჩევების მოცემა და გეუბნებიან, როგორ მოიქცეოდნენ თქვენ ადგილას, მაგრამ თქვენ თქვენ ხართ.
17. შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ერთ დღეს თქვენ წახვალთ ბალიზე, ან ნიუ-იორკში, ან ბუენოს აირესში. ამის ნაცვლად, დაგეგმეთ მოგზაურობა.
18. შეწყვიტეთ მცდელობა იყოთ ისეთი როგორი მოლოდინიც აქვთ მშობლებს, პარტნიორს, მეგობრებს, ნათესავებს - ეს თქვენი ცხოვრებაა და იყავით ისეთი, როგორიც თავად გსურთ. გაამართლეთ საკუთარი მოლოდინები.
19. შეწყვიტეთ სხვა ქალებთან შეჯიბრზე ფიქრი, ამის ნაცვლად გაერთიანდით და იზრუნეთ ერთმანეთის განვითარებაზე.
20. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება ადამიანებთან თქვენ გარშემო - გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან და უნიკალურები ვართ.
21. ნუ დაივიწყებთ მშობლებს - დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ როგორ არიან. თქვენ აღარ ხართ 15 წლის და დროა, დაუბრუნოთ მათ ის სიყვარული რასაც გაძლევდნენ.
22. შეწყვიტეთ ფიქრი, რომ 30 წელი არის ლიმიტი და ასაკის გამო აღარ უნდა გააკეთოთ ის რაღაცები, რაც სიამოვნებას გგვრით.
თემები: სექსუალური ქალი, ქალები, რჩევები, 30წელი
<a href="https://www.buzzfeed.com">https://www.buzzfeed.com</a>