ზოგჯერ ჩვენი სტერეოტიპული აზროვნება ხელს გვიშლის ბედნიერებაში. დროა შეწყვიტოთ ფიქრი ასაკობრივ სხვაობაზე, სოციალურ სტატუსზე და დატკბეთ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრებით, რომელიც გიყვართ.
გთავაზობთ 10 ვარსკვლავურ წყვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, არანაირი სტანდარტი არ არსებობს.
1. ისინი არ ღელავენ სიმაღლეზე - მერი კეიტ ოლსენი -157 სმ და ოლივერ სარკოზი -190 სმ.
დენიელ რედკლიფი - 165 სმ და ერინ დარკი - 170 სმ. ერინი თავის ბოიფრენდზე არამხოლოდ მაღალია, არამედ 5 წლით უფროსიც გახლავთ. თუმცა ეს წყვილს ხელს არ უშლის ბედნიერებაში.
2. წყვილები, რომლებიც არ ღელავენ ასაკობრივ სხვაობაზე - ტილდა სვინტონი და სანდრო კოპი 13 წელია ერთად არიან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 18 წელია. წყვილი იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში ერთად. სჯერათ, რომ აქვთ ბედნიერების უფლება და პირად ცხოვრებაში უცნობებს არ უშვებენ.
კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი - ორივე მათგანი ერთსა და იმავე დღეს დაიბადა, თუმცა 25 წლიანი სხვაობით. მაიკლმა კეტრინი პირველად „ზოროს ნიღბის“ პრემიერის დროს ნახა და პირველივე ნახვით შეუყვარდა.
3. წყვილები, რომლებსაც არ ადარდებთ სოციალური სტატუსი - მეთ დეიმონი და ლუსიან ბაროსო - 2013 წელს ფილმ - “Stuck in You”-ს გადაღებების შემდეგ მეთი ერთ-ერთ ბარს ესტუმრა, სადაც არგენტინელი ქალი გაიცნო. ლუსიანი ბარში მუშაობდა.მსახიობი ქალის სილამაზით მოიხიბლა. წყვილმა ორჯერ იქორწინა. პირველად 2003 წელს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე და მეორედ 2013 წელს, კარიბის კუნძულზე.
ნორვეგიის პრინცი ჰააკონი და მიმტანი მეტე მარიტი - სამეფო ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მხოლოდ დედოფალმა სონიამ მიიღო მეტე მარიტი უპირობოდ და თქვა, რომ მისთვის მთავარია, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ.
4. წყვილები, რომლებსაც არ ადარდებთ ეროვნება - ზოე სალდანა და მარკო პერეგო. იტალიელი მარკო და ამერიკელი ზოე გაცნობიდან ერთ თვეში დაქორწინდნენ. მათ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება აქვთ. ზრდიან ტყუპებს და ასევე კარიერაშიც წარმატებულები არიან.
მეთიუ მაკკონაკი და კამილა ალვეში - მეთიუ ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როდესაც მისი ყურადღება ბრაზილიელმა გოგონამ მიიპყრო. კამილა დაბადების დღეს აღნიშნავდა. წყვილს ახლა 3 შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობენ.
5. წყვილები, რომელთათვისაც გარეგნული მხარე არ არის მთავარი - ქეით ბლანშეტი და ენდრიუ აპტონი. ქეითისთვის მნიშვნელოვანი არაა გარეგნული მხარე, მისთვის მთავარია, რომ გვერდით მყოფი ადამიანი შემოქმედი იყოს და მასთან ერთად დაგეგმოს ცხოვრება და სწორედ ასეთი თანამგზავრი ჰყავს ცხოვრებაში.
კრისტინა ჰენდრიკსი და ჯეფრი არენდი. კრისტინა თავად დაინტერესდა ჯეფრით და მან სთხოვა თავდაპირველად ტელეფონის ნომერი. სიყვარულშიც პირველად თავად გამოუტყდა.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, მსახიობები, ჰოლივუდი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია