15 პერსონალური ინფორმაცია, რომელიც „ფეისბუქმა“ ყველა მომხმარებლზე იცის
- 05.06.2017
მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება „ფეისბუქის“ მომხმარებელი. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული სოციალური ქსელით 2 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
„ფეისბუქმა“ მისი მომხმარებლების შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის. გთავაზობთ ინფორმაციების ჩამონათვალს, რომელსაც თქვენ შესახებ „ფეისბუქი“ თავის სერვერზე ინახავს:
1. იმახსოვრებს ყველაფერსრასაც იწონებთ - ფოტოებს, ჩანაწერებს, ადამიანებს, ვიდეოებს, კომენტარებს. „ფეისბუქი“ ანალიზს უკეთებს ყველაფერს რასაც „ალაიქებთ“ და აქვეყნებთ.
2. იმახსოვრებს ყველა მომხმარებლის ყველა პირად შეტყობინებას.
3. ყველა წაშლილ მესიჯს, წაშლილ პოსტსა და კომენტარს - ის ყოველთვის იქნება შენახული „ფეისბუქის“ სერვერზე.
4. იმახსოვრებს ყველა თქვენს დაუსრულებელ პოსტს - ისეთებს, წერა რომ დაიწყეთ და არ გამოგიქვეყნებიათ.
5. იმახსოვრებს ყველა ფოტოსა და ვიდეოს, რომელიც აგიტვირთავთ, ან გაგიზიარებიათ და მათაც, რომლებიც თქვენს კედელზე სხვებმა გააზიარეს.
6. იმახსოვრებს დროს როცა ვინმეს დაუმეგობრდით, ან შეწყვიტეთ მეგობრობა.
7. იმახსოვრებს ნებისმიერ აქტივობას, მოწონებას, რომელსაც ახორციელებთ „ინსტაგრამსა“ და WhatsApp-ზე.
8. ყველა„ივენთს“, რომელსაც ესწრებით, ადგილებს, ქალაქებს, ქვეყნებს, რომლებსაც სტუმრობთ და ინიშნებით.
9. იმახსოვრებს მოწყობილობებს. რომლითაც „ფეისბუქს“ სტუმრობთ.
10. იმახსოვრებს ყველა აქტივობას, რომლებსაც ახორციელებთ ვებ გვერდებზე, სადაც „ფეისბუქით“ გადიხართ ავტორიზაციას.
11. ინფორმაციას თქვენი განათლების, სამსახურისა და შემოსავლის შესახებ.
12. იმახსოვრებს ვებ გვერდებს, რომლებსაც სტუმრობთ „ფეისბუქიდან“ და რეკლამებს, რომლებსაც „ფეისბუქით“ ეცნობით.
13. იმახსოვრებს თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერს.
14. ინფორმაციას თქვენი პოლიტიკური შეხედულების შესახებ, რომელსაც ადგენს კომენტარებითა და პოსტებით.
15. თქვენს სახეს - „ფეისბუქი“ სწავლობს არა მხოლოდ თქვენი ფოტოების ბაზას, არამედ იმ ფოტოებსაც, რომლებზეც გნიშნავენ და ზუსტად იცის თქვენი სახის ფორმა.
თუ „ფეისბუქს“ დახურავთ და წაშლით თქვენს ექაუნთს,ნუ ჩათვლით რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. თქვენი ექაუნთი და ყველა აქტივობა რაც აქამდე გაგიხორციელებიათ, სამუდამოდ რჩება „ფეისბუქის“ სერვერზე.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ფეისბუქი, სოციალური ქსელები, სოციალური მედია, დამოკიდებულება
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>