როგორ უნდა ჩაიცვათ 30 წლის ასაკში ისე, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და თან არ ჰგავდეთ თინეიჯერს?
- 06.06.2017
30 წლის ასაკის ნებისმიერ ქალს სურს, რომ ეცვას მოდურად, თუმცა აშფოთებს სულ მცირე ერთი რამ - ხომ არ აცვია თინეიჯერის მსგავსად და ამის გამო სასაცილოდ ხომ არ გამოიყურება.
გთავაზობთ 10 მეთოდს - როგორ უნდა ჩაიცვათ 30 წლის ქალებმა ისე, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და თან არ ჰგავდეთ თინეიჯერებს:
1. ჩანთა - ნაცვლად უფორმო ჩანთისა, ატარეთ მკვეთრად გამოკვეთილი ფორმის ჩანთები. უფორმო ჩანთები ადამიანს თინეიჯერულ იმიჯს აძლევს.]
2. მოკლე მაისური მაღალწელიან კაბაზე - მოკლე მაისურების ჩაცმა 30 წლის ასაკშიც გსურთ, მაგრამ ამ ასაკის ქალების უმეტესობას აღარ აქვს შესაშური ფორმის მუცელი, ისეთი როგორიც ჰქონდათ ადრეულ ასაკში. 30 წლის ასაკში უმჯობესია, თუ ჩაიცვამთ მოკლე მაისურს მაღალწელიან კაბაზე. ამ შემთხვევაში, მუცლის მხოლოდ პატარა ნაწილი გამოჩნდება. ამასთანავე, ეს კომბინაცია ქმნის დაბალანსებულ და პროპორციულ სილუეტს, ხოლო ფეხები უფრო გრძელი ჩანს.
3. არ ჩაიცვათ თხელი ფეხსაცმელი, არჩევანი შეაჩერეთ მასიურ ფეხსაცმელზე, რომელსაც აუცილებლად ექნება მცირე ზომის ქუსლი მაინც - თხელი ფეხსაცმელი ადამიანს უფრო პუტკუნას აჩენს, ხოლო სილუეტს უპროპორციოს და არც თუ ისე ლამაზს, ამიტომ, უმჯობესია თუ არჩევანს შეაჩერებთ მასიურ ფეხსაცმელზე, რომელიც უფრო მძიმეა და მცირე ზომის ქუსლი მაინც აქვს.
4. სპორტული ფეხსაცმელი კაბასთან და პალტოსთან - ყვავილებიანი, თავისუფალი სტილის კაბა არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ სპორტულ ფხსაცმელზე. ეს კომბინაცია ადამიანს ასაკს ჰმატებს. უმჯობესი იქნება, თუ სპორტულ ფეხსაცმელს შეუსაბამებთ მოკლე კაბას. ასევე, შეგიძლიათ, კედები ჩაიცვათ სწორ კლასიკური სტილის პალტოზე, რომელსაც არ აქვს დამატებითი დეტალები.
5. შორტები - თუ აირჩევთ მაქმანებიან მოკლე შარვალს, ან კომბინიზონს, ეს შეცდომაა. უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ თავისუფალი სტილის შარვალზე, რომელიც არ იქნება გადატვირთული ზედმეტი დეტალებით.
6. აგრესიული სექსუალური სტილი, თუ ინტელექტუალური სექსუალურობა - 30 წელი ის ასაკია, როცა დროა ინტელექტუალური სექსუალურობის. ვიქტორია ბეკჰემმა შესანიშნავად იცის, როგორ უნდა ჩაიცვას იმისთვის, რომ იყოს დახვეწილი, ქალური და სექსუალური. შეგიძლიათ მაგალითი მისგან აიღოთ.
7. ჭრელი, თუ სადა კაბები?- ღია ფერის, ჭრელი კაბები უფრო თინეიჯერი გოგონებისთვისაა და მისი შერჩევა 30 წლის ასაკში არ იქნება მიზანშეწონილი, ძალიან არაბუნებრივ იერს მოგცემთ. არჩევანი შეაჩერეთ დახვეწილ და ელეგანტურ კაბებზე.
8. მინი კაბა - შეცდომაა, თუ თხელი ქსოვილის მინი კაბას შეარჩევთ და თან მოკლე მაისურთან ჩაიცვამთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მინი კაბები ატაროთ 30 წლის ასაკში, მაგრამ უმჯობესია, თუ მას ტოპ მაისურს არ შეუხამებთ.
9. ექსპერიმენტები, შერეული სტილი - 30 წლის ქალი თინეიჯერივით აღარ აზროვნებს. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ნაკლებად ადარდებს სხვების აზრი. ამ ასაკის ქალისთვის ძალიან საინტერესოა ექსპერიმენტები და რაც მთავარია, მისი წყალობით ისინი ხდებიან გამორჩეულები. შეგიძლიათ, შეურიოთ სხვადასხვა სტილი და მხოლოდ თქვენთვის დამახასიათელი სტილი შექმნათ.
10. დეტალები - 30 წლის ქალს შეუძლია უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს დეტალებს, ქსოვილი, მაქმანი, ჩრდილების დახვეწილი კომბინაცია. ეს ქმნის სილუეტის სიღრმესდა ამის გაკეთებას ნამდვილად შეძლებთ თუ კარგად იცნობთ საკუთარ თავს.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, რჩევები, 2017 წლის ტენდენციები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია