გთავაზობთ 14 მამაკაცურ სტილს და მოდას, რომელიც ქალებს ეზიზღებათ:
1. დიდი წვერი - 1940-1950 წლებში ასეთი წვერი საოცრად ტრენდული იყო, თუმცა ეს წარსულში დარჩა. ქალების უმეტესობას არ მოსწონს მამაკაცი ასეთ ფორმაში.
2. მოტკეცილი ჯინსი - ასეთ შარვალში გამოკვეთილია ყველაფერი, რაც ალბათ მხოლოდ თქვენმა მეგობარმა გოგონამ, ან ბიჭმა უნდა იცოდეს.
3. ძალიან დიდი ზომის სამოსი.
4. წინდები ზაფხულის ფეხსაცმელში.
5. ჟილეტი - 90-იანი წლების მოდური ტენდენცია კვლავ დაბრუნდა მოდაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალების უმეტესობას ეს არ მოსწონს.
6. საფულის ჯაჭვები - მოდით ვიყოთ გულწრფელები - ამ ჯაჭვს არანაირი ფუნქცია არ აქვს, არ არის პრაქტიკული. ის უბრალოდ საშინლად ხმაურობს თქვენს ყველა გადაადგილებაზე.
7. ფუმფულა მოსაცმელი - ვაღიარებთ, რომ რეალურად ძალიან კომფორტულია, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ. ნახეთ, რა ცუდად გამოიყურება ის. ასეთ სამოსში უფრო პუტკუნა ჩანხართ.
8. ძალიან ამოჭრილი მაისურები - არაფერია ცუდი იმაში, როცა ამაყობთ თქვენი სხეულით და გსურთ, რომ კუნთები აჩვენოთ სხვებს, მაგრამ ქალები მიიჩნევენ, რომ ასეთი მაისურები ბიჭებს არცთუ ისე მომხიბვლელს აჩენს.
9. გრძელი მაისური - ცუდი ამაში თითქოს არაფერია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მამაკაცებმა უმეტეს შემთხვევაში არ იციან როგორ უნდა ჩაიცვან ის, რას შეუხამონ და ამიტომ, ასეთ სამოსში მათი სილუეტი არაპროპორციული ჩანს.
10. „ქოუბოის“ ქუდი - თუ „ქოუბოი“ არ ხართ, ან რანჩო არ გაქვთ ტეხასში, არ არსებობს მიზეზი ასეთი ქუდის ტარების. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ამ აქსესუარით უფრო შთამბეჭდავი გამოჩნდებით, თუმცა რეალურად სილუეტი ცოტა სასაცილო იქნება.
11. მაისური მოკლე სახელოებით.
12. უგები.
13. აქსესუარები მთელ სხეულზე.
14. ტყავის შარვალი
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, ფეხსაცმელი, მამაკაცები, რჩევები
<a href="http://www.providr.com">http://www.providr.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია