LIFE

10 მიზეზი - რატომ ინგრევა თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობები მარტივად?

10 მიზეზი - რატომ ინგრევა თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობები მარტივად?

1. არ ვართ მზად - ხშირად მზად არ ვართ კომპრომისისთვის, თავგანწირვისა და უპირობო სიყვარულისთვის. არ შეგვიძლია დავიცადოთ. გვსურს, ყველაფერი რაც გვინდა,მაშინვე მივიღოთ. არ გამოვხატავთ გრძნობებს.

2. ვურევთ სიყვარულს სხვა გრძნობებში - ძალიან ხშირად გვაქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც წამოვა ჩვენთან ერთად კინოში, ან ღამის კლუბში და კომპანიონობას გაგვიწევს და არა ისეთ ადამიანთან, რომელიც გაგვიგებს და რთულ მომენტში მხარს დაგვიჭერს.

3. უბრალოდ არ გვაქვს დრო სიყვარულისთვის - დროთა განმავლობაში ჩვენ არ გვრჩება დრო და სივრცე სიყვარულისთვის იმიტომ, რომ დაკავებულები ვართ მატერიალური სარგებლის მოპოვებით.

4. არ ვიჩენთ მოთმინებას - ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში არაფერია ისეთიმ რის გამოც მოთმინება უნდა გამოიჩინოს, არც სიყვარული.

5. არ ვიყენებთ ძალისხმევას - ვიწყებთ ურთიერთობას და ვამთავრებთ მაშინვე, როცა უკეთესს შევხვდებით. არ ვაკეთებთ ყველაფერს საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა გვსურს, რომ ის საუკეთესოდ მოიქცეს.

10 მიზეზი - რატომ ინგრევა თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობები მარტივად?

6. დამოკიდებულები ვართ ტექნოლოგიებზე - ტექნოლოგიები იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზოგიერთს მის გარეშე სუნთქვაც უჭირს. მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ხმოვანი შეტყობინებები - ამ ყველაფერმა პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლა. ერთად არ ვატარებთ დიდ დროს და ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობთ. ძალიან ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ და სალაპარაკო თითქმის არაფერი გვაქვს.

7. ერთ ადგილას გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში არ შეგვიძლია - თანამედროვე ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და ეს ეხება ურთიერთობებსაც. აშინებთ ის, რომ ერთსა და იმავე ადამიანთან შეიძლება გაატარონ მთელი ცხოვრება და ეს მოსაწყენად ეჩვენებათ.

8. ძალიან ბევრი რამის გვეშინია - გვეშინია ურთიერთობების, იმედგაცრუების, ემოციური ჭრილობებისა და გატეხილი გულის და ამის გამო არ ვაძლევთ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლებას. ვაგებთ საკუთარი თავის გარშემო კედლებს და ზოგჯერ ეს კედლები იმდენად მყარი და მაღალია, არათუ სხვა ადამიანს უჭირს შემოღწევა, არამედ ჩვენც ვეღარ აღვიქვამთ სამყაროს ისეთად, როგორიც არის.

9. აღარ ვაფასებთ ურთიერთობებს - ზოგიერთისთვის არაფერია მიატოვოს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს.

10. ყველაფერს ვუყურებთ ლოგიკურად - თანამედროვე ადამიანებში ცოტას შეხვდებით ისეთს, რომელსაც შეუძლია გულით შეიყვაროს და სიყვარულის გამო ბევრი სირთულე გადალახოს.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>