LIFE

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

დაკვირვებიხართ რომანტიკული ურთიერთობების ფორმებს? როგორც წესი ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიკური ქცევები პარტნიორთან.

ურთიერთობებს, ჩვენს ქცევებს განსაზღვრავს ის ემოციური დამოკიდებულება და კავშირი, რომელიც გვაქვს ადამიანების მიმართ და რომელიც ჩვენში ქვეცნობიერად ყალიბდება.

ფსიქოლოგიაში არსებობს შესაბამისი თეორია, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობების თავისებურებებს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს თეორია ადამიანს ეხმარება იმაში, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა იპოვოს.

ის, თუ როგორ გიყვართ, რამდენად ერთგული ხართ,როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორის მიმართ, თქვენს ემოციურ ბუნებაზეა დამოკიდებული და გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამიტომაც, თუ კარგად შეისწავლით თქვენს ემოციებს, შესაძლებელია, რომ ურთიერთობა გახადოთ მყარი.

საკუთარი ემოციების შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ რა გჭირდებათ, რას ითხოვთ ადამიანისგან - შეიძლება სიახლოვე გსურთ, ან გინდათ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეთ, ან უბრალოდ, ეძებთ ისეთ ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ და რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოგშორდებათ.

ფსიქოლოგები სასიყვარულო ურთიერთობების მიხედვით გამოყოფენ ადამიანთა 4 კატეგორიას:

1. ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ საყვარელ ადამიანთან თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ - თუ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, ისეთ მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე, ალბათ უსაფრთხოდ გსურთ იგრძნოთ თავი სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გსურთ დაცულად იგრძნოთ თავი თქვენს პარტნიორთან. ამავდროულად, პატივს სცემთ მის დამოუკიდებლობას და არ ზღუდავთ.

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

2. თქვენ ხართ ზედმეტად მიჯაჭვული საყვარელ ადამიანზე - ხართ მიწებებული და მთლიანად დამოკიდებული თქვენს პარტნიორზე და ბედნიერებისთვის მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა გჭირდებათ. დიდი ალბათობით, ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე დარდს, რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ. 

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

3. უარყოფილი სიყვარული - საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები ცდილობენ იზოლირებულები იყვნენ პარტნიორისგან. უყალიბდებათ ინდიფერენტული ურთიერთობა და იმდენად შეიძლება გაცივდეს გრძნობა, რომ პარტნიორი და მასთან სასიყვარულო კავშირი ძალიან უმნიშვნელო გახდეს. ასეთი ადამიანები ცდილობენ, არ ჰქონდეთ ემოციური კავშირი სხვა ადამიანებთან.

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

4. შიშით სავსე ურთიერთობა - ასეთ ურთიერთობებში ადამიანებს სტანჯავთ ორი სახის შიში - 1. შიში იმისა, რომ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იქნება და მის გარეშე ვერ ისუნთქებს და 2. შიში იმის, რომ პარტნიორისგან ძალიან დაშორებული იქნება და არ ექნება სიახლოვე. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები და არაპროგნოზირებადები არიან.

სიყვარულის და ემოციების თეორია - რა ახდენს გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე?

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ოთხ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ვერ აღწევენ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატებას, რაშიც პირველ რიგში დამნაშავე სწორედ მათი ამგვარი ხასიათია. გამოსავალი და ბედნიერი ურთიერთობის გასაღები კი პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობა და ემოციებთან გამკლავების სწავლაა, რაც ფსიქოლოგების აზრით შესაძლებელია.



<a href="http://www.lifehack.org">http://www.lifehack.org</a>