სილამაზე

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

1. დაიბანოთ სახე საპნით

საპონი აშრობს კანს და სისტემატიური გამოყენების დროს ანადგურებს მის დამცავ ფენას და ამით პროვოცირებს აკნეს გაჩენას. დაბანის აგრესიული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ SLS (Sodium Laureth Sulfate), ასევე უმჯობესია გადააგდოთ, ნაცვლად კი აირჩიოთ რბილი ქაფი ან გამწმენდი ლოსიონები.

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

2. გამოიყენოთ სკრაბები

სკრაბები ტრავმას აყენებენ და უხეშს ხდიან კანს, სანაცვლოდ კი გასცემენ საეჭვო ეფექტს, რომელიც, პირველ რიგში, დიდხანს არ რჩება, მეორედაც, გაიძულებთ გამოიყენოთ სკრაბი და შემდეგ რაც შეიძლება ხშირად. მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კანის ფერის გასაუმჯობესებლად ეფექტურია საშუალებები მჟავის შემცველობით.

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

3. არ ეცადოთ ცხიმიანი და კომბინირებული კანის ზედმეტად მოვლა

რაც მეტს აწვალებთ საკუთარ კანს, მით უფრო უარესი ხდება ის. შეარჩიეთ კანისთვის შესაფერისი საშუალებები, გაითვალისწინეთ მოვლის ძირითადი ეტაპები, და ის მადლიერი იქნება. თუ პრობლემები სერიოზულია და გაწუხებთ აკნე, კონსულტაციისთვის უკეთესია მიმართოთ კარგ დერმატოლოგსა და კოსმეტოლოგს, და არა დაკავდეთ თვითმკურნალობით.

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

4. გაირუჯოთ

მზე - არც ისეთი კარგი მეგობარია ჩვენი კანისთვის. მზის დაზიანებები გროვდება კანში და დროთა განმავლობაში ქმნიან პიგმენტურ ლაქებს, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მზისგან დაცვა მთელი წლის მანძილზე და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სახის კანისთვის. ცუდ შემთხვევაში ჯობია გამოიყენოთ ავტორუჯი - რაც არ უნდა იყოს, ჯანმრთელობა სილამაზეზე მნიშვნელოვანია.

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

5. გადააქციოთ მაცივარი კოსმეტიკის ჩანთად

ხალხური კოსმეტიკური საშუალებები, რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამეა, მაგრამ მათი ადგილი ალბათ უფრო წინა საუკუნეშია. არსებობს განსხვავება კეფირის წასმისა და რძის მჟავის შემცველი კრემის გამოყენების შორის. დიახ, ვიტამინი С სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი პოტენციური ეფექტი ქრება, სანამ შეეცდებით აფთიაქში ნაყიდი აბები კრემში გაურიოთ.

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ

6. დაეყრდნოთ რეკომენდაციებსა და გამოხმაურებებს ინტერნეტში

არანაირი რჩევები და რეკომენდაციები არასოდეს არ შეცვლიან ვიზიტს კარგ კოსმეტოლოგთან. შეიძლება განსაზღვრო მოვლის ვექტორი, რომელზეც ორიენტირება უნდა გააკეთო, მაგრამ კანს თავად უვლით. გარდა ამისა, ინტერნეტში უამრავი მავნე რჩევებია, რომლის გამოც სიტუაცია შეიძლება გართულდეს. 

6 პროცედურა, რომლებიც სახის კანზე არასოდეს უნდა ჩაიტაროთ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>