ჯანმრთელობა

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა წონაში სწრაფად დაიკლეს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეთოდი ძალიან სახიფათოა, ამიტომაც ნუ ეცდებით ამ დიეტების დაცვას ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

1. ნატალი პორტმანი - „შავ გედში“ შესასრულებელი როლისთვის ნატალის წონაში სწრაფად უნდა დაეკლო. მისი კვების რაციონი მხოლოდ ნახევარი გრეიფრუტის, სტაფილოსა და ცოტაოდენი ნუშისგან შედგებოდა.

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

2. ბიონსე - ბიონსეს„ოცნების გოგონებში“ შესასრულებელი როლისთვის წონაში უნდა დაეკლო. მომღერალი ორი კვირის განმავლობაში სვამდა მხოლოდ ლიმონიან და წიწაკიან წყალს და ზოგჯერ ამატებდა ბოსტნეულს. შედეგი გასაოცარი იყო, თუმცა მომღერალმა თქვა რომ მსგავსი სიგიჟის ჩადენას ვეღარასოდეს გაბედავს. 

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

3. მეთიუ მაკკონაქი - მსახიობი 4 თვის განმავლობაში დაბალკალორიულ საკვებს იღებდა, თუმცა 20 კილოგრამის დაკლება შეძლო. მეთიუ აბობს, რომ ეს იყო ურთულესი პერიოდი მის ცხოვრებაში. 

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

4. რიზ უიზერსპუნი - იმისთვის, რომ მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩამდგარიყო რიზი მხოლოდ ბავშვის საკვებს მიირთმევდა.

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

5. ენ ჰეთევეი - მსახიობს როლისთვის წონაში დაკლება სჭირდებოდა. ის მიირთმევდა უმ შვრიას და ბოლოკს ყოველ დღე. მსახიობი იხსენებს, რომ დიეტის დროს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მტვერს ჭამდა. 

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

6. კრისტინა აგილერა - მომღერალი ამბობს, რომ ის უჩვეულოდ იკვებება. ის მიირთმევს ერთსა და იმავე ფერის საჭმელს. მაგალითად, თუ ჭამს თეთრ ლობიოს, მასთან ერთად მიირთმევს ყველს და არავითარ შემთხვევაში არ შეჭამს იმ დღეს სხვა ფერის საჭმელს.

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

7. კრისტიან ბეილი - „მექანიკოსში“ შესასრულებელი როლისთვის მსახიობმა 27 კილოგრამი დაიკლო.ის სასურველი შედეგის მისაღწევადმხოლოდ თინუსსა და ვაშლს მიირთმევდა. 

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

8. მადონა - მადონა თვლის, რომ ადამიანისთვის ჰაერია საკმარისი. ის ამზადებს საჭმელს, მაგრამ არ მიირთმევს, უბრალოდ ყნოსავს. მიირთმევს მხოლოდ სუპების წვენს. მომღერალი მთელი ცხოვრება ასე არ იქცევა, თუმცა გარკვეულ პერიოდში ამ დიეტას იცავს.

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს

9. ნიკოლ კიდმანი - ნიკოლის მკაცრი დიეტა 4 მოხარშული კვერცხისგან შედგება, რომელსაც ერთ დღეზე ანაწილებს. როცა მსახიობი დიეტაზეა, მთელი დღის განმავლობაში სხვას არაფერს მიირთმევს.

9 ყველაზე უჩვეულო გზა, რომელთა საშუალებითაც ვარსკვლავებმა წონაში დაიკლეს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>