ბავშვების 5 არასასურველი ქცევა, რომლებიც მშობლების და არასწორი აღზრდის ბრალია
- 11.06.2017
1. ხელს გიშლით როცა რაიმეს აკეთებთ - ასწავლეთ თქვენს შვილს და ესაუბრეთ ყოველდღიურად იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენ, ან ვინმეს რაიმის კეთების დროს. დავუშვათ ტელეფონზე გსურთ თქვენს მეგობარს, ან თანამშრომელს ესაუბროთ, გააფრთხილეთ წინასწარ რომ ხელი არ შეგიშალოთ.
2. თქვენი შვილი ეხება მაღაზიაში ყველაფერს და მოითხოვს, რომ უყიდოთ ესა თუ ის ნივთი - მნიშვნელოვანია ასწავლოთ შვილს, რომ ვერ იყიდით ყველაფერს, რაც კი იყიდება. სანამ საყიდლებზე წახვალთ, ესაუბრეთ ამის შესახებ და გააფრთხილეთ წინასწარ. უთხარით წინასწარ რის ყიდვას აპირებთ.
3. თქვენი შვილი არ საუბრობს ზრდილობიანად და არის უხეში - შვილს ზრდილობის ნორმები ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ. ზოგიერთი ამას მარტივად სწავლობს, ზოგიერთი უფრო რთულად, მაგრამ საბოლოოდ სასურველ შედეგს იღებთ. პირველ რიგში, ასწავლეთ მადლობის გადახდა, მისალმება და დამშვიდობება.
4. ის ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს - მაგალითად, ხედავს პუტკუნა ქალს და ხმამაღლა ამბობს - „დედა, ნახე რა მსუქანი ქალია“. ბავშვებისთვის რთულია გაიგონ, რომ არსებობს რაღაცები რისი თქმაც არ შეიძლება, რამაც შეიძლება უხერხულობა შექმნას. შეეცადეთ ასწავლოთ, რომ ყველაფერი არ უნდა თქვან.
5. ის უხეშად ექცევა უფროს ადამიანებს - თუ ბავშვი გარბის უცნობ ადამიანთან და მასთან საუბარს იწყებს, ან რაიმეს მოითხოვს მისგან, მან არ იცის, რომ ამ ადამიანს შეიძლება სხვა ინტერესი ჰქონდეს. სცადეთ აუხსნათ და გააგებინოთ რომ ასე არ უნდა მოიქცეს.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, ბედნიერი ბავშვი, მშობელი, ბავშვები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია