LIFE

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

სხეულს აქვს ენა და ის უფრო გამოხატავს ზოგჯერ ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი, ვიდრე სიტყვები. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელმაც იცის როგორ დაამყაროს ეფექტურად კომუნიკაცია,იყენებსარავერბალურ ენას.

გთავაზობთ სხეულის ენას, რომელიც შესაძლოა წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ:

1. დაჯექით სწორად - დაჯექით გამართულად. ნუ ჩარგავთ სახეს ხელებში და იდაყვებით ნუ დაეყრდნობით მაგიდას. თუ ასე მოიქცევით, ეს მიანიშნებს, რომ არ გაინტერესებთ ის, რაზეც გესაუბრებიან. მაგრამ თუ სამუშაო მაგიდასთან დაჯდებით სწორად და მხრებგაშლილი ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მიუთითებს და იმაზე, რომ იცით საკუთარი ძალის შესახებ.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

2. გადაჭარბებული არაფერია კარგი - თუ ზედმეტად მოინდომებთ და ჟესტიკულაციის გამოხატვისას ბალანსს ვერ დაიცავთ ჩათვლიან, რომ იტყუებით. გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული არაფერია კარგია.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

3. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს - როდესაც მკლავები გადაჯვარედინებული გაქვთ, თქვენ გზავნით სიგნალს - „მე არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ“. თუ თქვენ იღიმით და თან ამ დროს ხელებიც გადაჯვარედინებული, დამცინავი იერი გაქვთ და ეს კარგი ჟესტი ნამდვილად არ არის.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

4. შეწყვიტეთ თმაზე შეხება - თუ თქვენ განეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც განუწყვეტლივ თმაზე აქვს ხელი და მაშინაც ასე იქცევით, როცა ვინმეს ესაუბრებით, ეს ცუდი ჩვევაა. ის მიუთითებს, რომ დაუცველობის შეგრძნება გაქვთ. შეწყვიტეთ ასე მოქცევა და კონცენტრირება მოახდინეთ საუბარზე.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

5. ღიმილი - უნდა იცოდეთ როდის გაიღიმოთ, ეს წარმატების ნამდვილი გარანტია. ეს მიუთითებს, რომ შეგიძლიათ გააკონტროლოთ სიტუაცია თქვენ გარშემო და შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

6. თვალებით კონტაქტი - თვალებით ინტენსიური კონტაქტით მარტივად შეძლებთ თანამოსაუბრის დარწმუნებას და ამასთანავე, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. საუბრის დროს ნუ აარიდებთ თვალებს თანამოსაუბრეს.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

7. ხელის ჩამორთმევა -ხელი ჩამოართვით მყარად და ძლიერად. ეს თავდაჯერებულობის ნიშანია.

სხეულის ენა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>