10 იდეალური საცურაო კოსტიუმი, რომლებიც დაგეხმარებათ დამალოთ სხეულზე ყველაფერი ზედმეტი
- 13.06.2017
1. საცურაო კოსტიუმი არშიით
არშია ფარავს ხელების ზედა ნაწილის პრობლემურ ზონებს და აწონასწორებს სილუეტს მასიური თეძოების შემთხვევაში. ეს ოპტიმალური ვარიანტია გოგონებისთვის მსხლის ტიპის ფიგურით.
2. საცურაო კოსტიუმი ბადით
ამ საცურაო კოსტიუმის მთლიანი ჭრა ეხმარება ყველაფერი ზედმეტის დამალვას, ნახევრადგამჭირვალე ბადე კი შემატებს სექსუალურობას.
3. ჰაი-ნეკი
ბიუსტჰალტერი კისერთან შეკრული - ასეთ საცურაო კოსტიუმებში მალავს იღლიების ზონის ნაკლოვანებებს და ვიზუალურად აგრძელებს ტორსის ზედა ნაწილს, რის გამოც ფიგურა უფრო მოხდენილად გამოიყურება.
4. საცურაო კოსტიუმი მაღალი წელით
საცურაო ტრუსი საკმაოდ მაღალი წელით კარგად მალავს ყველა ნაკლს. ასეთი საცურაო კოსტიუმი შემატებს სიმაღლეს რამდენიმე სანტიმეტრს, ამიტომ მაღალი გოგონებისთვის ასეთი მოდელები არ არის რეკომენდებული.
5. პლანჯი
მთლიანი გულამოჭრილი საცურაო კოსტიუმის მოდელი გაბედული გოგონებისთვის. ამონაჭერის გრძელი ვერტიკალური ხაზი შესანიშნავად აგრძელებს და მოხდენილს ხდის ფიგურას. ჭრის თავისებურებების გამო პლანჯი არ არის რეკომენდებული გოგონებისთვის დიდი ბიუსტით.
6. ტანკინი
ამ მოდელის ზედა ნაწილი წარმოდგენილია გრძელი ტოპით, ქვედა ნაწილი - შორტებით ან ტრუსებით. წელზე ნაკეცების დროს აირჩიეთ ვარიანტი გახსნილი მაისურით. პრობლემური თეძოების შემთხვევაში ოპტიმალური იქნება ტოპის გრძელი ვარიანტი, რომელიც გვაგონებს კაბას და ეწოდება swimdress.
7. მაიო
მთლიანი საცურაო კოსტიუმი მიკერებული ბრეტელებით და V-სებური ამონაჭერით, რომელიც აგრძელებს ტორსის ზედა ნაწილს. დიაგონალური კონტრასტული ზოლები აქცენტს აკეთებს წელზე.
8. სკირტინი
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს დამალოს ნაკლი თეძოების ზონაში. ქვედაბოლოსთან კარგად გამოიყურება მოცულობითი ბიუსტჰალტერი ქსოვილის ნაკეცებით ჯვარედინად (ბანდო).
9. საცურაო კოსტიუმი Pin-Up-ის სტილში
ამაღლებული წელის იმიტაცია მოხდენილს ხდის ფიგურას, მჭიდრო ბიუსტჰალტერი კარგად იჭერს მკერდს. წვრილი კოპლები ვიზუალურად არ ადიდებს სილუეტს და გარეგნობას არამოსაწყენს ხდის.
10. მრავალფენოვანი საცურაო კოსტიუმი
არშიები საცურაო კოსტიუმზე მალავენ ყველაფერ ზედმეტს, მაგრამ დაბალი სიმაღლის შემთხვევაში ასეთმა მოდელმა შეიძლება მოცულობითი გახადოს სილუეტი.
თემები: მოდა, ტრენდი, აქსესუარები, ქალები, საცურაო კოსტიუმი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია