7კოსმეტიკური საშუალება, რომლებიც რეალურად უსარგებლოა და ფულს ტყუილად ხარჯავთ
- 13.06.2017
ზოგჯერ რეკლამები ჩვენზე დიდ გავლენას ახდნენ და ვყიდულობთ თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც რეალურად არაფერში გვჭირდება.
გთავაზობთ უსარგებლო კოსმეტიკური საშულებების სიას:
1. თმის გაყოფილი ბოლოების აღმდგენი საშუალებები - რეალურად არ არსებობს კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის. ვერანაირი ბალზამი და შამპუნი ვერ შველის გაყოფილ ბოლოებს. ერთადერთი, რაც ამ დროს გვეხმარება თმის გაყოფილი ბოლოების მოჭრაა.
2. ხელის კრემი, ფეხის კრემი და ტანის ლოსიონი - ის, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა კრემი სჭირდება, მარკეტინგის სპეციალისტების მოგონილი კიდევ ერთი მითია. რა თქმა უნდა, სახის კანი განსაკუთრებულ და განსხვავებულ ზრუნვას მოითხოვს, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენს, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ერთი დამატენიანებელი კრემი, რომელსაც გამოიყენებთ როგორც ხელებზე, ასევე ფეხებსა და ტანზე.
3. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი - როდესაც თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები სათანადოდ ვერ მუშაობს, ჩნდება ქერტლი და ჩვეულებრივი ქერტლის ჩამპუნი ვერ დაგეხმარებათ ამ პრობლემის დასაძლევად. თქვენ გჭირდებათ სპეციალური სამედიცინო შამპუნი, რომლის ყიდვასაც მხოლოდ აფთიაქში შეძლებთ.
4. ტუჩის ბალზამი - მწარმოებლები აცხადებენ, რომ ტუჩის ბალზამი ტუჩის დატენიანებისთვის ერთადერთი საშუალებაა. ზოგიერთი ბალზამი შეიძლება ნამდვილად დაგეხმაროთ, მაგრამ უმეტესობა შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც პირიქით, აშრობს კანს. ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური ალტერნატივა არის ქოქოსის ზეთი, ან ვაზელინი.
5. საპარსი კრემი - ის ზრდის თმის ფოლიკულებს და თმა უფრო უხეში და ხშირი ხდება. უმჯობესია გამოიყენოთ საპარსი საშუალება, რომელიც შეიცავს ლორწოვან საპონს და პარსვის დროს მისი წყალობით კანი უფრო გლუვი ხდება.
6. ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი - ბევრს სჯერა, რომ ცელულიტთან ბრძოლა სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა ეს მითია, რომელიც უნდა დაივიწყოთ. ცელულიტთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი დიეტა და ვარჯიშია.
7. მზა ნიღაბი - ის აბსოლუტურად უსარგებლოა და აქვს ერთჯერადი ეფექტი. უმჯობესია სასურველ შედეგს მიაღწიოთ დამატენიანებელი კრემის რეგულარული გამოყენებით.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ნაოჭები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>