არიან ცნობილი ადამიანები, რომლებზეც ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი თქვეს და სრულიად უცხო ადამიანებს მიაბარეს.
1. სტივ ჯობსი და მისი ბიოლოგიური მამა აბდულა ჯანდალი - სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან ფრანცისკოს კერძო კლინიკაში დაიბადა. ბიოლოგიურ დედას, სტუდენტს, სახელად ჯოან შიბლის, არ სურდა ბავშვის დატოვება, რადგანაც მშობლების ეშინოდა. როდესაც მშობლებმა გაიგეს, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო სირიელი აბდულა ჯანდალისგან, ისინი დაემუქრნენ ჯოანს.
პოლ ჯობსი იყო სტივის მამობილი, რომელიც სტივს ძალიან უყვარდა. მან სტივის განათლებაში დიდი თახა ჩადო და უჩვენა წარმატების გზები. სტივს არ მოსწონდა როდესაც მშობლები ამბობდნენ, რომ ის ნაშვილებია. „ისინი იყვნენ ჩემი მშობლები 1000 პროცენტით“, - ამბობდა სტივი.
2. ნიკოლა რიჩი და მისი ბიოლოგიური მამა, პიტერ მაიკლ ესკოვადო - ნიკოლა რიჩს ბიოლოგიური მშობლები სამ წლამდე ზრდიდნენ და შემდეგ მასზე მზრუნველობა ლაიონელ რიჩის გადააბარეს. ასე რთული მატერიალური მდგომარეობის გამო მოიქცნენ. გოგონას მშობლები ვერ უზრუნველყოფდნენ. ექვსი წლის შემდეგ ლაიონელ რიჩიმ და მისმა ცოლმა, ბრენდამ ნიკოლი ოფიციალურად იშვილეს. ის მაიკლ ჯექსონმა მონათლა.
ნიკოლა რიჩი ამბობს, რომ თავის ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა დღემდე აქვს.
3. ჯეიმი ფოქსი - ამერიკელი მსახიობი ჯეიმი ფოქსი, ტეხასში, ლუის დიქსონისა და დარელ ბიშოპის ოჯახში დაიბადა. დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ მშობლებმა მზრუნველ ოჯახს მიაბარეს. ჯეიმიზე მარკ და ესთერ მარი თელი ზრუნავდნენ.
ის აფრო ამერიკულ სამეზობლოში გაიზარდა და მასზე დიდი გავლენა მოახდინა დიდმა ბებიამ. სწორედ ბებიამ გაუღვივა ხელოვნებისადმი სიყვარული, ასწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.
4. რეი ლიოტა - რეის მშობლებმა მასზე უარი თქვეს, რადგანაც არ შეეძლოთ ბიჭის აღზრდა. რეი იშვილა წყვილმა მდიდარი იტალიური ოჯახიდან. მათ ასევე შვილად აიყვანეს გოგონა სახელად ლინდა, ასე რომ, რეის მშობლებიც ჰყავს და დაც. ის საოცრად მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა.
5. კოკო შანელი - მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული დიზაინერი 1883 წელს დაიბადა. მისი მშობლები ვერ ახერხებდნენ შვილებზე ზრუნვას (კოკოს გარდა 4 შვილი ჰყავდათ). ბავშვები ძირითადად ნათესავებთან იზრდებოდნენ. როდესაც კოკო 12 წლის გახდა, მისმა მამამ ოჯახი დატოვა. კოკო ბავშვთა თავშესაფარში გაგზავნეს, შემდეგ კათოლიკურ მონასტერში და ბოლოს პანსიონში.
როგორც დიზაინერი იხსენებდა, სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი მომავალი პროფესიის არჩევაში. ის იძულებული იყო სკოლაში ნაცრისფერი და მოსაწყენი უნიფორმა ეტარებინა და ოცნებობდა შეემოსა მთელი მსოფლიოს ქალები ულამაზესი ტანსაცმლით.
6. ჯონ ლენონი - ჯონის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები განქორწინდნენ. დედამ ახალი მამაკაცი გაიჩინა და ბიჭზე ზრუნვა დეიდა მიმისა და მის ქმარს მიანდო. როგორც ლენონი იხსენებდა, მიმი ძალიან მკაცრი იყო და არ მოსწონდა ბიჭის ინტერესი გიტარისა და ზოგადად მუსიკისადმი. „გიტარა კარგია, მაგრამ ის ვერ დაგეხმარება ფულის შოვნაში“, - ასე ეუბნებოდა ხშირად მუსიკოსს დეიდა მიმი.
თემები: ცნობილი ადამიანები, წარმატება, მოტივაცია, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია