ამბიციური ადამიანი ხარ? მაშინ მზად იყავი, რომ ცხოვრებაში შიგადაშიგ წარუმატებლობის გადალახვაც მოგიწევს. არ არსებობს დიდი მიზნებისკენ სვლა გარდაუვალი მომენტების გარეშე, და ეს მუდმივად გრძელდება, სანამ შენი ყველა მოლოდინი არ გამართლდება. ნამდვილი წარმატება კი იმას ნიშნავს, ვინ ხარ დღეს და რამხელა გზა გამოიარე, აქამდე რომ მოსულიყავი. თუ ფიქრობ, რომ დღეს არც თუ ისეთი წარმატებული ხარ, როგორც გეგმავდი, შეიძლება საკუითარ თავს მცდარი კრიტერიუმებით აფასებ: ხანდახან ვიღაცამ უნდა შეგვახსენოს, ცხოვრებაში რას მივაღწიეთ. მოკლედ, თუ საკუთარი წარმატება ჯერ არ გაგიაზრებია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული 10 ინდიკატორი გადაიკითხე და კრიტიკული დასკვნები შემდეგ გამოიტანე:
10. პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებ
იმედი და ოპტიმიზმი ბედნიერი ცხოვრების უმთავრესი კომპონენტებია. თუ შენი გამოცდილების ნეგატიურ პრეცედენტებს ძალიან ჩაუღრმავდები, ღვარძლიან ადამიანად იქცევი, რაც ნიშნავს, რომ ჩაიჭერი — უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რას მიაღწიე. ნამდვილი წარმატება ყოველთვის მოვლენის ნათელი მხარეების დანახვის უნარს გულისხმობს, როდესაც გჯერა, რომ გამოსავალს უარესი სიტუაციიდანაც იპოვნიდი.
9. არ წუწუნებ
იმიტომ, რომ იცი, საწუწუნოც არაფერი გაქვს. ეს რაღათქმაუნდა იმ ადამიანებს არ ეხებათ, რომლებსაც ცხოვრებაში განსაკუთრებული უბედურება დაატყდათ თავს და უდიდესი დანაკარგი განიცადეს. ყოველდღიურ სისუსტეებს ვგულისხმობთ — მათ წარმატებული ადამიანები არ უშინდებიან და მუდმივად ინარჩუნებენ მადლიერების შეგრძნებას.
8. ერთმანეთისგან არჩევ დრამას და ღელვას
ზრდასრულ ადამიანს დრამა არ შეეფერება. პიროვნულ განვითარებასთან ერთად, დაღვინებაც გვმართებს. შეიძლება შენი წარსული ურთიერთობები დრამით იყო გაჯერებული, მაგრამ თუ მათი გადალახვა შეძელი და აქამდე მოხვედი, ესე იგი უკვე წარამტებული ხარ!
7. როცა გჭირდება, დახმარებას ითხოვ
დახმარების თხოვნა სისუსტის გამოვლინებას სულაც არ ნიშნავს, პირიქით — ეს სიძლიერის ნიშანია! არავინ გამხდარა წარმატებული იზოლირებულ მდგომარეობაში, მიზნების მიღწევა გუნდური საქმიანობის შედეგია! ასე რომ, დახმარების თხოვნა ან პირიქით — სხვების თანადგომა ნიშნავს, რომ პიროვნულად გაიზარდე.
6. უკუსვლა და წარუმატებლობა ზრდის ნაწილად მიგაჩნია
რეალობას მოკლებულია მოსაზრება, თითქოს ვინმეს პირველივე ცდაზე 100%-ით წარმატების მიღწევა შეუძლია, ცხოვრება ხომ გამარჯვების და მარცხის ბალანსია. ასე რომ, უკუსვლის პეიროდები აღიქვი, როგორც მდინარეზე გადასასვლელი დიდი ქვები, რომლებიც უკეთეს ადგილზე მისვლაში გეხმარება. რეალურად, ცხოვრებაში უკუსვლა არ არსებობს, ის მხოლოდ შენი ჯადოსნური მოგზაურობის ნაწილია.
5. მოვლენებს პერსპექტივაში გაიაზრებ
ჩვენს ცხოვრებაში ხანდახან ცუდი რაღაცეებიც ხდება. თუმცა, ის „ცუდი დღე“, რომელიც უმეტესობისთვის წუწუნის მიზეზია ხოლმე, ზოგისთვის შესაძლოა დღესასწაულიც იყოს — სამწუხაროდ, დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რეალური პრობლემები აქვთ: შიმშილობენ ან მათ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ასე რომ, მანქანაში გასაღების ჩატოვება ან სამსახურში შენ მაგივრად სხვისი დაწინაურება არც თუ ისეთი კატასტროფული მოვლენებია, თუ პერსპექტივაში გაიაზრებ. ამ უნარს თუ გამოიმუშავებ, ჩათვალე, რომ ნამდვილად წარმატებული ხარ.
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად შენს მიზანს აფასებ
წარმატებული ადამიანების ფიცი სწორედ ცხოვრებისეული პასუხისმგებლობები და მიზნებია. მართლაც წარმატებული ხარ, თუ შენი ხედვები და მიზანი შენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. წარმატებული ადამიანები საკუთარ მოწოდებებს მიჰყვებიან და საკუთარი ცხოვრების აზრის შესახებ გამუდმებით პოულობენ პასუხებს.
3. შენ ცხოვრებაში არსებობს მოვლენები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდები
თუ შენ ცხოვრებაში არაფერი ხდება, რასაც მოუთმენლად ელი, ჩათვალე, რომ შინაგანად ნელ-ნელა კვდები. წარმატებული ადამიანები თავიანთი საყვარელი საქმიანობისთვის მიზნებს ისახავენ და მათი შესრულების მოლოდინი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად ექცევათ.
2. არ გაურბიხარ ცვლილებებს
დაიმახსოვრე: ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამაა მუდმივი — ცვლილება! მათთან შეგუება ადამიანებს ყოველთვის უჭირთ და იბრძვიან, რომ რაღაცეები ხელიდან არ გაუშვან. თუ მზად ხარ, რომ ცვლილებას თვალებში ჩახედო, მაშინ წარმატებაც გარანტირებული გაქვს!
1. ბედნიერი ხარ
წარმატების ყოვლისმომცველი განმარტება ბედნიერების შეგრძნებაა. წარმატებული ხარ, თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბედნიერი ხარ, დანაშაულის გრძნობა ან სიბრაზე არ გამძიმებს, ცრურწმენებისგან თავისუფალი ხარ და თვითშეფსების პრობლემებსაც არ უჩივი. მხოლოდ შენი პირადი ბედნიერება და კარგად ყოფნა ნიშნავს ნამდვილ წარმატებას!
თემები: წარმატება, გამბედაობა, ამბიცია
წყარო: <a href="http://knowstartup.com/2016/10/10-signs-you-are-succeeding-in-life/">knowstartup.com</a>