ხართ თუ არა მზად ქორწინებისთვის? – 9 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს დაქორწინებამდე უნდა დაუსვათ
- 20.06.2017
თუ თვლით, რომ მეორე ნახევარი იპოვეთ, გილოცავთ, ეს შესანიშნავია - არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე დილით, საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძება.
ბედნიერი ქორწინებისთვის რეალურად ძალიან ბევრი რამ არის საჭირო.
ქორწინება არ არის მხოლოდ ის, რასაც სოციალურ ქსელებში ფოტოებზე ხედავთ. რეალურ ცხოვრებაში თქვენს პრობლემებს ფოტოების მსგავსად ფილტრს ვერ დაადებთ.
იმისთვის, რომ გაიგოთ ხართ თუ არა ქორწინებისთვის მზად საკუთარ თავს უნდა უნდა ჰკითხოთ შემდეგი:
1. გაქვთ თუ არა საერთო ინტერესები? - მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საკითხებზე გქონდეთ საერთო აზრი და გქონდეთ საერთო ინტერესები. ქორწინება ვერ იქნება წარმატებული თუ თქვენი და მისი სამომავლო გეგმები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
2. გაქვთ თუ არა საერთო ღირებულებები?- განსაზღვრეთ, რა ფასეულობებია თქვენთვის პრიორიტეტული და ასევე შეისწავლეთ მისი ღირებულებები. შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ რაღაც ნაწილში მაინც შეესაბამებოდეს თქვენი აზრები ერთმანეთს.
3. გინახავთ მისი ყველაზე ცუდი მხარე? - ქორწინება ნიშნავს ერთად ცხოვრებას და ცხოვრების ერთად აშენებას და ის ყოველთვის არ არის ვარდისფერი. თუ თქვენ სამსახური დაკარგეთ, რაღაც საკითხში არც ისე წარმატებული ხართ და პარტნიორი ამის გამო შეურაცხყოფას გაყენებთ და გეჩხუბებათ, ეს ქორწინებისთვის დამღუპველია. პარტნიორი მხარს უნდა გიჭერდეთ ნებისმიერ სიტუაციაში.
4. მოსწონხართ თუ არა პარტნიორის ნათესავებს? - შეიძლება თვლით, რომ მისი ნათესავების და ახლობლების აზრი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს დიდ გავლენას ახდენს წყვილის ურთიერთობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობენ თქვენზე მისი ახლობლები. შეგიძლიათ მშვიდად იჯდეთ მისი ნათესავებით სავსე ოთახში და თავი კომფორტულად იგრძნოთ?
5. შეგიძლიათ ის მიიღოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია? - ყველას აქვს ბნელი მხარე, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ პარტნიორი თავისი ბნელი მხარით, ისეთი, როგორიც რეალურადაა. წარსულმა გამოცდილებამ, კარგმა, ან ცუდმა გარდაქმნა და ჩამოაყალიბა თქვენი პარტნიორი ისეთ ადამიანად, როგორიც ახლაა. თუ თქვენ ის ნამდვილად გიყვართ, მხარი უნდა დაუჭიროთ ნებისმიერ სიტუაციაში.
6. ხართ თუ არა ფინანსურად თავსებადი? - ის თუ რამდენად მხარჯველი ხართ, ან რისთვის ხარჯავთ ფულს,ნებისმიერ ურთიერთობაში დიდ როლს თამაშობს. თუ თქვენ ფულს ინახავთ, თქვენი პარტნიორი კი, გამუდმებით ბრენდულ და ძვირადღირებულ სამოსში ხარჯავს, ალბათ გაგიჭირდებათ თანაცხოვრება.
7. ენდობით ერთმანეთს? - ნდობა მყარი ურთიერთობის მთავარი კომპონენტია. თუ არის ისეთი რამ, რაშიც პარტნიორს არ ენდობით, ამან მომავალში შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს.
8. რამდენად ხშირად გაქვთ სექსი? - მყარი ქორწინებისთვის აუცილებელია იცოდეთ სექსუალურად რამდენად ეთავსებით ერთმანეთს. ხშირად ოჯახების დანგრევის მიზეზი სწორედ სექსუალური არათავსებადობა ხდება. განიხილეთ რამდენად ხშირად გაქვთ სექსი, არის თუ არა სრულყოფილი? ასევე ისაუბრეთ მოლოდინებზე, რომელიც ქორწინებისგან გაქვთ. რამდენი შვილის გაჩენა გსურთ და ა.შ.
9. შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთთან კომუნიკაცია? - აქ არ იგულისხმება ის, თუ რამდენ sms-ს უგზავნით დღის განმავლობაში,რომელთა საშუალებითაც ძირითადად საკუთარ ამბებს უყვებით, ან უბრალოდ იგებთ როგორ არის. აქ ვგულისხმობთ იმას, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ პრობლემატურ საკითხებზე ერთად მსჯელობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლა. ერთამენთის დარწმუნება რაიმე საკითხში, როგორ შეგიძლიათ კონფლიქტის მოგვარება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები, ქორწინება
<a href="http://www.vogue.com">http://www.vogue.com</a>