რამდენიმე სახალისო გზა იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება და ჯანმრთელობა
- 21.06.2017
ფსიქოლოგები გვაძლევენ 4 რჩევას - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება და ვიყოთ ჯანმრთელები. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გზა ძალიან სახალისო და სასიამოვნოა.
1. მიირთვით შოკოლადი - 14 წლის განმავლობაში, კვლევის ფარგლებში, აკვირდებოდნენ ადამიანებს. კვლევაში 55 000 ზე მეტი 50-64 წლის მამაკაცი და ქალი იყო ჩართული. ისინი, ვინც მიირთმევდნენ შოკოლადს გულის დაავადებების რისკი ნაკლებად ჰქონდათ მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევდნენ შოკოლადს. ყველაზე ჯანსაღები ამ მხრივ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც კვირაში ექვსჯერ ჭამდნენ მას.
აუცილებლად იყავით ფრთხილად,. ეს არ ნიშნავს, რომ განუზომელი რაოდენობით უნდა მიირთვათ ეს ტკბილეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონაში მოიმატებთ და ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. დაიცავით ბალანსი.
2. აკოცეთ საყვარელ ადამიანს სანამ სახლიდან გახვალთ - ბევრმა კვლევამ გამოავლინა რამდენად მნიშვნელოვანია კოცნა, ჩახუტება და მოფერება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საყვარელ ადამიანთან 20 წუთიან ჩახუტებას შეუძლია გაგათავისუფლოთ ტკივილისგან, ასევე ეს ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას და გულის უკეთ მუშაობას. გარდა ამისა, როდესაც საყვარელ ადამიანს ეხუტებით თქვენ თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობთ.
გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კაცი, რომელიც სამსახურში წასვლამდე კოცნის ცოლს 20-30 პროცენტით უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე დანარჩენები. იმ ადამიანების 50%, რომლებიც ცოლს არ ჰკოცნიან, ავტოავარიაში ხვდებიან. (კვლევა 1980 წელსაა ჩატარებული)
ფსიქოლოგები კვლევის შედეგებს არ აღიარებენ, მაგრამ ამბობენ, რომ დილის კოცნით დაწყება პოზიტიური დღის გარანტია. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას უყვარხარ შთაგაგონებს, რომ იყო უფრო ფრთხილად და უფრო მოტივირებული, გაძლევს ბრძოლის ძალას.
3. იფიქრეთ ახალგაზრდულად და დაკავდით უკეთესი სექსით - ასაკის მატებასთან ერთად სექსის ხარისხიც ეცემა. ფსიქოლოგების რჩევით, გამოსავალი არის ის, რომ იფიქროთ ახალგაზრდულად. ვარჯიში, თინიჯერული აზროვნება, ცხოვრების აქტიური წესი, თქვენს სხეულს ახალი ენერეგიით და ძალით ავსებს.
4. ყავა და ვარჯიში - არაერთი კვლევა აჩვენებს ყავის სასარგებლო თვისებებს. ფინჯანი ყავა გეხმარებათ იყოთ ყურადღებიანი, გაძლევთ ენერგიას და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს. მცირდება დეპრესიის რისკი. თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ სპორტსმენებს, რომ თავი შეიკავონ კოფეინის მიღებისგან რამდენიმე დღე შეჯიბრებამდე.
თემები: ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com/">https://www.psychologytoday.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია